ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
კომუნისტების ხელისუფლება რომ შეიცვალა საქართველოში , უნდა გენახა რა ხოცვა-ჟლეტვა ატყდა სამსახურში მისაღებად ავტობიოგრაფიაში ჩანაწერის გაკეთებაზე, ვინ რომელი წლიდან იყო ეროვნულ მოძრობაში. წლებიდან მერე თვეებზე გადავიდნენ, ზოგიერთ ხელმძღვანელ მუშაკს თურმე შკალა გაუკეთებია, სადაც მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად, ადამიანი 1987 წლის ბოლოდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, თუ 1988 წლის დასაწყისიდან. ამაშიც ფული კეთდებოდა. იყო მოწმეების მოყვანა, კონკურენტების ჩაშვება და ა.შ. ისეთები იწერდნენ რაღაცეებს საკუთარ თავზე, სამ წყება, კომპარტიის, კომკავშირის, და პროფკავშირის ბილეთი რომ ჰქონდა სახლში გადანახული. გკჩპს-ს პუტჩი რომ მოხდა მოსკოვში 18 აგვისტოს ერთ ოჯახში შეკრებილ საზოგადობაში მართლა შევესწარი სერიოზული მსჯელობას ამ თემაზე, ვის, სად, რა ჰქონდა გადანახული! აღმოჩნდა რომ ყველა ერთმანეთს უმალავდა და ახლა შეშინებული ყველა ალაპარაკდა!
P.S. რაღაც ისეთი სუნი მცემს, წლები რომ ხელისუფლების მზეს, ფიცულობდა, არც ევროინტეგრაციის ბედი რომ აღელვებდა, არც მზია ამაღლობელის თუ სხვა ახალგაზრდების პატიმრობა,აი ამ ხალხის ნაწილი დაიწყებს ევროპის დროშით ხელში, ან მინიმუმ მის ჩრდილს ამოფარებული სელფების გამოფენას და ჩხუბს იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ რომელი რიცხვიდან იდგა ოცნების საწინააღმდეგო აქციებზე! მე შენ გეტყვი გამოცდილება არ გვაქვს.
















კომენტარები