• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთი შტერი არ ვარ, ჩემ გვარზე მქონდეს რამე” – მორგოშიას 80 წლის მამიდამ მილიონი ლარი შეიტანა “ალტ-ინფოში” 2022 წელს

ალია ავტორი - ალია
19:56 07-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484
რადიო თავისუფლების ცნობით  საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას. ალტ ინფოს 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.
  • 8 ივლისს – ძალადობრივმა ჯგუფმა ჩაშალა “პრაიდის ფესტივალი”, დალეწა და მოიპარა ორგანიზატორების ქონება;
  • ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს – იმ დღეს, როცა თბილისში პრაიდი უნდა მოწყობილიყო, ცენტრალური ქუჩები ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მაშინ 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ბოლო შემთხვევის გამო ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოითხოვა სანქციების დაწესება “ალტ-ინფოსა” და მისი ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიასთვის.

რადიო თავისუფლებას კოკა მორგოშიამ უთხრა, რომ სანქციის დაწესების არ ეშინია, რადგან მას არ აქვს საბანკო ანგარიშები – შესაბამისად, სანქციებით ფულზე წვდომა არ შეეზღუდება.

“ეძებონ და მიაგნონ, თუ მიაგნებენ, ღმერთმა შეარგოთ. არ ვარ მე ისეთი შტერი, რომ ჩემს გვარზე მქონდეს რამე, თუნდაც მამიდაჩემზე…” – ამბობს “ალტ-ინფოს” ხელმძღვანელი.

კოკა მორგოშიას მამიდა 80 წლის პენსიონერი ციალა მორგოშიაა. სწორედ ის არის თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია “ალტ-ინფოში”, რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.

“[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე… მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას… ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ “ალტ-ინფოსთვის” შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას”, – ამბობს მორგოშია.

2023 წლის პირველ სამ თვეში “ალტ-ინფოს” დამფუძნებლისგან 208,5 ათასი ლარი აქვს მიღებული. ზუსტად 1 წლის წინ კი არხს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე იდგა.

თეგები: კოკა მორგოშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved