• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთი შევიწროვება დაუწყეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს” – რეზო კიკნაძე დავით გოგობერიშვილზე

ალია ავტორი - ალია
14:14 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და გლდანის ციხის ყოფილი უფროსის დავით გოგობერიშვილის სიკვდილს ეხმაურება:

რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვისწინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა, ორივე შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ რეჟიმმა შეიწირა ეს კაცი.
“კარცერში” რაც უმიზეზოდ ჩამიყვანეს,იმის მერე ვამბობდი-მორჩა ციხის დირექტორი ჩემთვის აღარ არსებობსთქო. ბაჩიაშვილის ამბების შემდეგაც ბუნებრივია იგივე დამოკიდებულება მქონდა მისადმი და ახლა თითქოს ვნანობ და გულით დარდით გევსებაო ეგეთი გრძნობა მაქვს.
არადა იმ “კარცერის” ამბებამდე საკმაოდ კარგად ვიყავით ბატონ დავით გოგობერიშვილთან . ერთ ვოისში ნათქვამიც მაქვს ახალი ტელევიზორი გვაჩუქა თქო. საკმაოდ ხშირად გვნახულობდა და კითხულობდა ჩვენს ამბებს.
სიგარეტის ჩუქება იცოდა ყოველ ნახვაზე და თან აშკარად ეტყობოდა, რომ ყველა ჩვენი სიტყვით გამოსვლა ნანახი ჰქონდა და თავად გვახსენებდა ციტატებს.
აი, მაგალითად კლონების ნაწილი მოსწონდა ჩემი სფიჩიდან და ყოველი შეხვედრისას სიცილით მეკითხებოდა-ჰა აბა მერამდენე კლონზე ხარ ასულიო. მეც სიცილით ვპასუხობდი-ახლა აქ რომ ვარ ჩემი ერთ-ერთი კლონი ციხიდან გაქცევის გზებს ეძებს და ფრთხილად იყავი თქო.
ორი აზრი არ არის,რომ ბაჩიაშვილისთვისაც დაავალეს იმის თქმა რაც უთხრა და მერეც ისეთი შევიწროვება დაუწყეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ადრე ვეფხია ყოველ ნახვაზე ეუბნებოდა,რომ სინდისის პატიმრებთან რომ კარგი დამოკიდებულება გაქვს, მაგის გამო თუ გაგსვარეს ან ზეწოლა დაგიწყეს მაშინვე მითხარიო. თუ ზეწოლა დამიწყეს იცოდე მე აქ აღარ ვიქნებიო ესე პასუხობდა.
და ის აქ აღარ არის…
09.10.2025

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved