• რეკლამა
  • კონტაქტი
11:44, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთი სამარცხვინო ხდება, როგორიც დღეს “ფორმულა”, ან “მთავარია”… “სხვა პირობით ეგ ფულს არ იძლევა… ” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:16 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,886

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“გუშინ არ მეცალა სქროლვისთვის.
დღეს დილიდან ჩამოვსქროლე ჭაობი და ყიყინს გადავხედე.
“სანამ კეზერა ფულს აძლევდა, ხო კაი იყო” – ეს პრეტენზია აქვთ ჩვენ მიმართ.
მეგობრებო, დიდ შეცდომას უშვებთ, რომელიც დანაშაულზე უარესია.
პრობლემა ის არ არის, რომ კეზერაშვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს.
პრობლემა ისაა, რასაც ამ დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვს და იღებს.
(2018 წლიდან გადაწყვიტა რომ პოლიტიკური პროცესის ჩრდილიდან მართვის უნარები აქვს – ვინ მოატყუა, არ ვიცი).
პრობლემად ვთვლი იმას, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ და ფულით შანტაჟით, საკუთარ ჭკუაზე დაარბენინებს პოლიტიკურ სპექტრს.
მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მისი ჰალუცინაციებით დადიან.
ამიტომ ხდება რომ ხაბე, უცებ შეიძლება ჭიად გადაიქცეს, რომელმაც მანამდე პოლიტიკა დატოვა, ახალი თაობის გზის დათმობის სურვილით, მაგრამ აი როცა დონორს დასჭირდა – დაბრუნდა.
ჭია თავის თავს არ ეკუთვნის – დონორისაა.
ეტყვიან – პოლიტიკიდან წავა და ბოკერიასაც “მიაშანტაჟებს”.
ეტყვიან – დაბრუნდება და თავს ერთადერთ მაკონსოლიდირებელ ფიგურად გამოაცხადებს.
(ივანიშვილის პრემიერებივით)
ეს არის დამღუპველი ქართული დემოკრატიისთვის.
ერთია როცა დონორი პოლიტიკური სპექტრის იდეებს აფინანსებს.
ამ დროს პოლიტიკოსები არიან ანგარიშვალდებულნი საკუთარ ამომრჩეველთან და თავად აგებენ პასუხს მარცხზეც და გამარჯვებაზეც.
მეორეა როცა დონორი ხლართავს მანევრებს და პოლიტიკოსები ამ მანევრებს ერგებიან.
ამ დროს ისინი ვერ არიან ანგარიშვალდებულნი ამომრჩეველთან – მათი აღარც მარცხია და აღარც გამარჯვება. პირს რომ აღებენ დონორი საუბრობს, და არა თავად. იგივეა მედიაზეც – როცა მედიაში სტუმრობა დონორთან დამოკიდებულებაზეა მიბმული და არა საჯარო ინტერესზე, ეს მედია მედია არაა და ისეთი სამარცხვინო ხდება, როგორიც დღეს ფორმულა, ან მთავარია.
მე მესმის, რომ არამოდერნიზებული საზოგადოება ვართ და უფრო რთულია ადამიანებს პოლიტიკური პროცესის არსი გააგებინო, ვიდრე ტრადიციულ დემოკრატიებში.
ამასთან, ძალიან კორუმპირებული ელიტა გვყავს – ეს ელიტა საბჭოთა, წითელი ინტელიგენციის სულიერი მემკვიდრეა და გენეტიკურად გახრწნილია. მათი ხმა ჭაობში ექოდ ისმის და სხვა ბაყაყებიც იმეორებენ.
ისინი ასეთი ზედაპირულობით ცდილობენ ტალახში ამოთხვარონ ადამიანების მოტივაცია.
მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით და ავხსნით ჩვენს პოზიციას.
პრობლემა დაფინანსება არაა.
პრობლემა, ფულით შანტაჟით, ჩრდილიდან პროცესის მართვაა.
ჩრდილიდან მართვას და კეზერაშვილის მარიონეტობას რომ არ დავთანხმდით, ამიტომ არ ვიღებთ კეზერაშვილის დაფინანსებას.
და არა პირიქით. (როგორ წარმოგიდგენიათ, მორჩილები რომ ვიყოთ, ვინმემ ჩვენს კვალიფიკაციაზე უარი თქვას?)
ამიტომ ვიცი ზუსტად, რომ ყველა ვინც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებულ პროცესშია, მისი მარიონეტია – სხვა პირობით ეგ ფულს არ იძლევა და ვხედავთ კიდეც რა საცოდავ დღეშია სპექტრი.
ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლება მისი ჩრდილოვანი, რუსული ბუნების გამო მინდა პირველ რიგში.
და არ არსებობს, ერთი ჩრდილოვანი მმართველის, მეორე ჩრდილოვანი მმართველით ჩანაცვლებას დავუჭირო მხარი – პირიქით, ამ პროცესს ჩამოვანგრევ, ამას შევეცდები.
მითუმეტეს რომ ეს ჩრდილოვანი რბოლა წითელი დედოფლის რბოლა მგონია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული.
ივანიშვილის ჩრდილოვან რეჟიმს მხოლოდ ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული პოლიტიკური სპექტრი ჩაანაცვლებს და არა კეზერაშვილის მარიონეტები.”
თეგები: დავით კეზერაშვილითამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved