• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთი ისტორიები მაქვს მოსმენილი, რომ შემრცხვენია ჩვენი მოქალაქეების. რას აშავებენ ? სწავლისთვის ჩამოდიან” – გიორგი ჭოლაძე

ალია ავტორი - ალია
02:23 05-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,893

კარდიოლოგი, გიორგი ჭოლაძე  23 წლის ინდოეთის მოქალაქის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის გარდაცვალებას ეხმაურება:

ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას ინდოელი სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ამ კონკრეტულ ფაქტზე ჯერ გამოძიება არ დასრულებულა ამიტომ ვერ განვიხილავ, უბრალოდ ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო.

„სხვა არ არსებობს“

ზოგჯერ ერთი ამბავი საკმარისია, რომ სიჩუმე გატყდეს, მაგრამ არსებობს სიჩუმეები, რომლებიც ბევრად უფრო საშიშია , როცა ვხედავთ და არაფერს ვამბობთ, როცა გვესმის და არ ვუსმენთ.

2019 წლიდან ვასწავლი უცხოელ სტუდენტებს. მათ შორის ბევრ ინდოელს.
ვუყურებ მათ თვალებში იმედს, შრომას, ნდობას. და, სამწუხაროდ, ზოგჯერ შიშსაც.

რამდენი შემთხვევა ყოფილა პირდაპირი აგრესიის და ბულინგის განსაკუთრებით ინდოელი სტუდენტების მიმართ, ამას პირად საუბრებში ამბობდნენ. ტრანსპორტში, მაღაზიაში, ქუჩაში. ისეთი ისტორიები მაქვს მოსმენილი რომ შემრცხვენია ჩვენი მოქალაქეების. რას აშავებენ ? სწავლისთვის ჩამოდიან
ყველაზე მძიმე არ არის სიძულვილი.
ყველაზე მძიმე არის გულგრილობა.
როცა ვამბობთ: „ეს ჩემი საქმე არ არის“.
შეიძლება ვერ შევცვალოთ მთელი მსოფლიო, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ერთი დამოკიდებულება, ერთი სიტყვა, ერთი რეაქცია. და ზოგჯერ ეს საკმარისია, რომ ვიღაცამ თავი მარტო აღარ იგრძნოს.

“ განათლება, რომელიც არ გვცვლის ცოდნა არ არის“

არსებობს ცოდნა, რომელიც გვავსებს ინფორმაციით.
და არსებობს განათლება, რომელიც გვცვლის ადამიანებად.

 

ცნობისთვის, 23 წლის ინდოეთის მოქალაქე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც ოჯახი 14 მაისიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ინდური გამოცემის თანახმად, ოჯახს – კერძოდ, მამას – ბოლოს კონტაქტი დვანიტ რაჯდიპთან 14 მაისს ჰქონდა. მას შემდეგ იგი დაკარგულია.

მამის თანახმად, დვანიტს დაპირისპირება ჰქონდა თბილისში იმ ბინის მეპატრონესთან, – ასევე ინდოეთის მოქალაქესთან, – რომელსაც ქირაობდა.

მამის ცნობით, საუბარია „სამხრეთ ინდოელ“ კაცზე, სახელად „ანილზე“.

მამის, მაიურ რაჯდიპის თქმით, დვანიტი „სასტიკ შევიწროებას განიცდიდა“ ბინის გამქირავებლისგან და იმ სხვა ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა.

„მათი მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მისი ფულის, საკვებისა და ტანსაცმლის ქურდობას.

როდესაც დვანიტმა გადაწყვიტა საცხოვრებლიდან გადასვლა, ანილმა უარი თქვა დეპოზიტის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც მას თანხა გამოსძალეს, საერთო ჯამში 6 500 დოლარი, რა მიზნითაც ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი და მისთვის ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდათ“, – ამბობს გამოცემასთან მამა.

ამის შემდეგ, გამოცემის თანახმადვე, მამამ შვილს ინდოეთში დასაბრუნებელი ავიაბილეთი გაუგზავნა.

„დვანიტმა აიღო თავისი პასპორტი და ტელეფონი, რათა აეროპორტში წასულიყო“, – წერს გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით.

შემდეგ იყო სატელეფონო ზარი მამასთან, რა დროსაც „ზარი მოულოდნელად გაწყდა“, – წერს IndiaToday.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved