• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისე ჩანს, რომ ასრულებთ დავალებას”; “შეურაცხყოფას მაყენებთ” – გრიგოლია და ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:44 11-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,433

გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელმაც ნიკა მელიას უმოქმედობაზე გაამახვილა ყურადღება.

ინგა გრიგოლია:

-ეს ყველაფერი მხოლოდ მელიას ბრალი იყო? გენერალური მდივანი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, თქვენ ანტიკორუფციულის, გიორგი ბოტკოველი რეგიონების, თუ თავმჯდომარეს უწუნებთ აქტიურობას, თქვენ ვინ დაგიშალათ აქტიურობა, ვინ დაგიშალათ შესულიყავით ბრძოლაში?

ლევან ხაბეიშვილი:

-გულწრფელად მჯერა, რომ ეს კითხვა ჩემთან არ გაქვთ. თქვენ ეთერში ვიარე ზაფხულის განმავლობაში დასასანქცირებელი რუსი ოლიგარქების ფოტოებით. ბევრი ვიმუშავეთ. ის რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად ლევან ხაბეიშვილს რამე აქტიურობა აქვს, ეს არ ნიშნავს პარტიის აქტიურობას.

ინგა გრიგოლია:

-გადადეთ კარგი გვერდზე, დანარჩენი გუნდი, რომელიც დღეს ნიკა მელიას უპირისპირდება, რატომ არ გამოდიოდა, რატომ არ აქტიურობდა თავად? ვინ გიშლიდათ ხელს?

ლევან ხაბეიშვილი:

-გიორგი ბოჭკოველიც, კახეთში რთველთან დაკავშირებით…

ინგა გრიგოლია:

-ეთერები სხვაა და როცა ამ კითხვას ვსვამდით ხოლმე, რას აკეთებს ოპოზიცია, რატომ არის პასიური, თქვენ არ მოგწონდათ ეს კითხვა და ამბობდით, რომ ქოცობაა ეს კითხვა. ეს იყო შინაარსი.

ლევან ხაბეიშვილი:

-არა, მე არასოდეს მითქვამს ეგეთი რამე. მელიას ჩვენი მხარდაჭერაც ჰქონდა, ჩემი მხარდაჭერაც ჰქონდა, ის იყო თავმდჯომარე. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება აქტიური თავამჯდომარე. არ მინდა შემოვიყვანო ადამიანი პროცესში, რომლის ჯანმრთელობაც მძიმეა, მაგრამ ვის წარმოგიდგენიათ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეუბნება თავის გუნდს და ხალხს, რომ თუ რამის კეთება გინდათ, გააკეთეთ. ლიდერი თავდ უნდა იყოს აქტიური. ჩემდა სამწუხაროდ, ნიკას შეექმნა უკანასკნელ პერიოდი პრობლემები, ის ვეღარ არის, ან აღარ არის აქტიური.

ინგა გრიგოლია:

-თქვენ რატომ არ აქტიურობდით, ლევან? რად მინდა მე დირექტორის თქმა?

ლევან ხაბეიშვილი:

-თქვენგან გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

ინგა გრიგოლია:

-ამ ტელევიზიას ჰყავს დირექტორი, ხელმძღვანელი, მე ვარ ერთი გადაცემის წამყვანი, მაგრამ უყურეთ, ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაცა არ მომწონებია, არ დავთანხმებულვარ, ღიად დამიწერია და ღიად მითქვამს გადაცემაში. ამდენი ადამიანი თუ იყავით უკმაყოფილო ნიკა მელიათი, გამოსულიყავით და გეაქტიურად.

ლევან ხაბეიშვილი:

-გითხრათ კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ ნიკა მელიას არ ვეთანხმებოდი, აქტიურობის არქონაში, მასთან შეუთანხმებლად მქონდა აქტივობები, მასთან შეუთანხმებლად ჩავედი ხარაგაულში და მასთან შეუთანხმებლად მქონდა რუსი ოლიგარქბეის წინააღმდგე კამპანია, დიახ, ჩვენ ვაქტიურობდით, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი არის სხვა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს.

ინგა გრიგოლია:

-ნიკა მელიამ თქვა, რომ თქვენ და სხვებმა მას ზურგში დანა ჩაარტყით, ლახვარი ჩაარტყით ზურგში, როცა ასე სეპარატისტულად, ცალკე გახვედით და პრეზიდენტის ბიბლიოთეკიდან გამოაცხადეთ თქვენი ამბიციის შესახებ, რაც არ მოგიწონათ მიხეილ სააკაშვილმა და ალბათ, იცით მისი პოზიცია, კობა ნაყოფიამ თქვა, რა დროს ეს იყო ახლაო…

ლევან ხაბეიშვილი:

-არა, პროცესმა გადაინაცვლოს პარტიის ოფისშიო…

ინგა გრიგოლია:

-როგორი კითხვა მაქვს თქვენთან, როდესაც აკეთებთ ამ განცხადებებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ისე ჩანს რომ ასრულებთ ვიღაცის დავალებას.

ლევან ხაბეიშვილი:

-შეურაცხყოფას მაყენებთ, ქალბატონო ინგა.

ინგა გრიგოლია:

-შეურაცხყოფას თუ გაყენებთ, ბოდიში, პირდაპირ ეთერშივე დაგიფიქსირებთ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება თქვენ უკან დავინახო სხვების აჩრდილი? ამ პოლიტიკურ პროცესში ჩანს სხვა ადამაინები და ვერ დავიჯერებ რომ ეს იყო ლევან ხაბეიშვილის პირადი გადაწყვეტილება.

ლევან ხაბეიშვილი:

-პირად გადაწყვეტლებასთან დაკავშირებით, მე გითხარით, რომ გადაყწვეტილება გუნდთან ერთად მივიღე და ეს გუნდი არის იგივე ბეჟაშვილი, ბოტკოველი, კირკიტაძე, ის ადამაიანები, ვინც იყვნენ… რაზე ლაპარაკობთ? მეორე მხარეც უნდა ვთქვათ, რომ გადართავთ სამთავრობო ტელეარხებე, მესმის, რომ თქვენ არ უყურებთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს, იდენტური მესიჯბოქსი აქვთ, რაც ჩემდა სამწუხროდ აქვთ ჩემ თანამებრძოლებს.

ინგა გრიგოლია:

-ანუ, ახლა მეუბნებით, რომ მე იგივე კითხვებს ვსვამ, რა მესიჯბოქსიც აქვს სამთავრობო არხებს?

ლევან ხაბეიშვილი:

-ქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები, თქვენ ჟურნალისტი ხართ, იმიტომ რომ ამაზე საუბრობენ ჩემივე თანაგუნდელები. მე რა უფლება მაქვს კითხვები შეგირჩიოთ. ჩემ უკან რატომ ვერ ხედავთ იმ ძლიერ გუნდს ნაციონალური მოძრაობიდან, ასეულობით საკრებულოს წევრმა მოაწერა ხელი ცვლილებებს.

თეგები: ინგა გრიგოლიალევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved