• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისე, აფთიაქში, საავადმყოფოში, სასაფლაოზე გაქაჩვა რომ არ მოსულა, „გაგების“ მქონე ტიპებისთვის, ამას რა ვუყოთ?“ – გოჩა მირცხულავა მერაბიშვილის ცემაზე

ალია ავტორი - ალია
10:47 01-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,026

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ვანო მერაბიშვილს ორი კატეგორიის მოძულე ჰყავს – ერთი გუნდის შიგნით და მეორე გუნდის გარეთ. ნეტავ, რას ერჩიან ისინი, რომლებმაც 9 წელი მისი – დიახ, მისი მზის ქვეშ გაატარეს, იმის მიუხედავად ვანო მათ იცნობდა თუ არა. ისინი მით უფრო, რომლებიც 2012 წლის შემდეგ მივიდნენ ვანოს შექმნილ პარტიაში? მათი პრივილეგიების გარანტორი სწორედ ის იყო და ახლა რას ედავებიან ნეტავ? იმას რომ ამ პრივილეგიებს ვერ ფლობენ? ისე, ამ „სასტავმა“ თუ იცის, რომ სწორედ მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დასავლეთის ფარდა გაარღვია და მოქალაქეთა კავშირის ზეობის პერიოდში ალაპარაკდა სისტემურ კორუფციაზე და სახელმწიფოს სიმახინჯეებზე. მიშა მაშინ, ჯერაც არ იყო მოტივირებული დიდი ცვლილებებისთვის სმკ პარტიის გარედან. ვანო არ გვინდა რას ნიშნავს? ამ ფრაზის ავტორებიდან ვანოს რომელი უნდა? დაკავებამდე, როდესაც პარტიაში საქმიანობდა, ამ ორგანიზაციის საერთოდ ახლებურ გადაწყობას აპირებდა და ამბობდა, რომ ჩვენ ხალხთან უნდა დავბრუნდეთო. ათი წელია მას შემდეგ და დაბრუნდით რო?
ახლა გუნდს გარეთ მოწინააღმდეგეებზე. მესმის, რომ მერაბიშვილის მიმართ ძნელია გქონდეს თანაგრძნობა. მაგრამ, ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც მასზე ძალადობის სურვილი გიჩნდება, უმალვე აღიარებ მის უპირატესობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელისუფლების შუქ-ჩრდილები გეფინება.
ხელისუფლების (ყველა) თვალში გაბღენძა-თავდადება და მაგარი (კარგი სხვა რამეა) ბიჭობის დემონსტრირება პრადვინუტების მხრიდან არახალია. აქ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებები აქებენ ხოლმე გამქაჩველებს. მაგრამ იგივე ხელისუფლებები ვერ ხვდებიან, ამით საკუთარ უსუსურობას უსვამენ ხაზზე, რადგან დამსჯელი ძველი ბიჭი სჭირდებათ, შესაბამისად თვით დისკრედიტაციას ეწევიან.
მერაბიშვილი დღეს და ახლა არ არის საცემი – საცემი საერთოდ არ არის. სახელმწიფოს მიერ წაყენებული სასჯელი მას მოხდილი აქვს და ამ ვითარებაში ის იმაზე მეტად უნდა დაცვას ხელისუფლებამ ვიდრე ნებისმიერი სხვა მოქალაქე. (ცნობისთვის: ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც არ არსებობენ). არავითარი სურვილი არ მაქვს 10-12 წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს გაექაჩოს ვინმე – თან აფთიაქში.
ისე, აფთიაქში, საავადმყოფოში, სასაფლაოზე გაქაჩვა რომ არ მოსულა, „გაგების“ მქონე ტიპებისთვის, ამას რა ვუყოთ?
არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ „აი, ნახეთ, რაოდენ მიუღებლები არიან ნაცები“… დემოკრატია მათ ატანას გულისხმობს და თუ ამ ფრაზას ვინმე ხმამაღლა იტყვის აპრიორი აღიარებს, რომ არანაირი დემოკრატიული ღირებულებების მსახური ის არ არის და არც ფასეულობას ფლობს.
და მაინც, მგონია რომ ორივე კატეგორიას – მერაბიშვილის ვერ ამტანებს ორი საერთო ნიშნული აერთიანებთ – (1) თავის დროზე მისით სათანადოდ ვერ ისარგებლეს და (2) სამომავლოდაც მასში ხედავენ მთავარ ვიზავს. შესაძლოა, იყოს სხვა, უფრო ინდივიდუალური მიუღებლობაც, მაგრამ ბოლოს აქამდე დავალთ მაინც.
ორივე შემთხვევაში, როდესაც იმ მეთოდებითა და ფორმით ებრძვით მერაბიშვილს რაც თვალხილულია, მის სიძლიერეს და საკუთარ სისუსტეს უსვამთ ხაზს.
სუბიექტურად, მეორე კატეგორიის – გარედან მოძულეების უფრო მესმის, ვიდრე პარტიული წმინდანების.
ჰო, კი არ ვიცავ, მინდა რეალობა დაგანახოთ….“
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ სიძემ სცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved