• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ალია ავტორი - ალია
17:44 09-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი, მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ აღნიშნული ქუჩა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს სრულიად მოწესრიგებული და განახლებულია. პირველ რიგში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებული გზის საფარი. პროექტით ასევე მოვაწესრიგეთ ტროტუარი, გაჩნდა ახალი საპარკინგე სივრცეები, მოეწყო ეზოში შესასვლელები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდა მიწის ქვეშ. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები. ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აწყურის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა გადასასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები; განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი, მოეწყო პანდუსები.
პროექტის ფარგლებში, გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2 000 კვ.მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

აწყურის ქუჩაზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი
ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved