ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი უკრაინის ტელევიზიის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
როგორც გორდონი აცხადებს, დაახლოებით, ორი კვირის წინ ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც მან განცხადა, რომ შეიძლება მომკლან კიდეც, მაგრამ მე საქართველოში უნდა დავბრუნდეო.
“ვკითხე – როგორ, იქ ხომ დაგაკავებენ–მეთქი?! “შეიძლება მომკლან კიდეც” – მიპასუხა… ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე.
ახლა ბევრი მეკითხება, რატომ გააკეთა ეს?.. იმიტომ, რომ მისი აზროვნება განსხვავებულია ჩვენი აზროვნებისგან.. ბუნტისთავია.. და ზუსტად იმიტომაც შეძლო საქართველოში რეფორმების გატარება, რომ ის ასეთია,” – აცხადებს დიმიტრი გორდონი.
კომენტარები