• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“ – კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:00 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

თბილისის მერი კახა კალაზე უკრაინის ბრალდებასთან დაკავშირებით ამბობს:

– ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“

დედაქალაქის მერი ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის და ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს.

„რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მხრიდან, ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია. სამწუხაროა, აშკარად ჩანს, ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ქვეყნის მტრები. ჩვენ არაერთი განცხადება, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვინახავს მათი მხრიდან, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რაც არ უნდა იწვალონ და გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, სანქცირებული კომპანიები საქართველოში საქმიანობას ვერ შეძლებენ. „საქართველოში არსებობს კანონები და კანონის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ვერ შეძლებენ ვერანაირ საქმიანობას“.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved