პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
სინამდვილეში ძალიან მარტივადაა საქმე: ვინც გამოძიების და გასამართლების გარეშე სახელმწიფოს მიერ ადამიანის წამების და დახვრეტის ფაქტის რაიმე ფორმით მაინც შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს დახვრეტილის სავარაუდო მოღალატეობას, ის სახელმწიფოს მართვის სადავეებთან არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვა.
თორემ ემპათიის სერიოზული დეფიციტი რომ აქვს საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირერიცხოვან ნაწილს და ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს, ამ უკანასკნელთა მიმართ ყველაფრის ნებადართულობის დაშვებით, ეგ კარგა ხანია ვიცი და მათთვის იმის მტკიცებას, რომ მტერიც ადამიანია და დაპატიმრებული მტრის ღირსებაც არ უნდა შეურაცხყო, არავითარი აზრი არა აქვს. ისინი წმინდა მგრძნობელობით დონეზე ვერ ხვდებიან ამას და ისიც სათქმელია, რომ ემპათიის დეფიციტი არანაირად არაა კორელირებული ადამიანის განათლებასთან, ინტელექტთან თუ ნიჭთან.
კომენტარები