სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„თუ ვერ გავითვითცნობიერებთ რომ ქვეყანაც ჩვენი დასაცველია, პურიც ჩვენი გამოსაცხობია, ხელისუფლება ჩვენი ასარჩევი და გასაშვებია, გაჭირვებული ჩვენი დასაპურებელია და სიმდიდრისგან გაამპარტავნებული ჩვენი დასაოკებელია, მანამდე საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოველთვის ეჭვ ქვეშ იქნება. ის რომ გეოგრაფიული მიმართულების არჩევანი სწორი გვაქვს და ვიცით დასავლეთი ჩრდილოეთს ჯობია, რეალობას არ ცვლის. შეხვედრისას ერთმანეთს არასწორ შეკითხვას ვუსვამთ, როგორ ხარ კი არ უნდა ვეკითხებოდეთ, რა გავაკეთოთ უკეთესად რომ ვიყოთ. ქვეყანას დალაგება და მოწესრიგება ჭირდება.“
კომენტარები