• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის რიცხვები, რაც ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:35 04-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქსტატის საგანგაშო სტატისტიკას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ეხმაურება და ამბობს:

ერთი საათის წინ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიგრაციის შესახებ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას? ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ, როდესაც შარშან უარყოფით სალდო იყო 46 000, შარშანწინ 40 000. 
2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000 ჩვენმა მოქალაქემ. წარმოუდგენელი რამ არის. 2012 წლიდან 2023 წლამდე თითქმის 1 მლნ-მა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ 2012 წლიდან დღემდე, რომ წარმოვიდგინოთ, ბათუმი და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში უარყოფითმა სალდომ ანუ სხვაობამ წასულებსა და უკან დაბრუნებულებს შორის, შეადგინა 146 000 კაცი. 
არის მეორე მხარეც. როდესაც საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და სალდო არის უარყოფითი, მთლიანი ქვეყნის სალდო არის დადებითი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩაანაცვლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. კვლავ შემოდიან საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ძირითადად, ეს არის რუსეთის მოქალაქეები. ქვეყნის სამუშაო ადგილებს იკავებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. 
და კიდევ ერთი საკითხი. რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 163 480-მა ადამიანმა მიიღო ემიგრანტის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არ არიან ტურისტები, ესენი არ არიან თურქეთში ან მეზობელ ქვეყნებში ზაფხულში დროებით სამუშაოდ გასულები, ამაში არ ითვლება ის ხალხი, რომელიც გადის უვიზო რეჟიმის პირობებში და უკან ბრუნდება და კანონს არ არღვევს, ვინაიდან ჩენი ქვეყნის მოქალაქეს ევროპაში დარჩენა შეუძლია ყოველ 6 თვეში 90 დღე, ყოველ ერთ წელიწადში ნახევარი წელიწადი. ემიგრანტის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი იქ დარჩა 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, – განაცხადა რომა გოცირიძემ. 

„საქსტატი“ – 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved