• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, რაც საქართველოში ხდება, დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი, შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევებაა – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:46 03-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

“ის, რაც საქართველოში ხდება, ეს დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნაა ამბიციური პროექტებისთვის” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს:

ის, რაც საქართველოში ხდება, უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელის მოსკოვის მიერ არის ორკესტრირებული და რომლის მიზანიაა, შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარება.

რუსეთი აფხაზეთში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. იქ აშენებს საზღვაო სამხედრო ბაზას, რაც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალას კიდევ უფრო ზრდის. ასევე, ყირიმის მილიტარიზაცია, ოდესაზე გაძლიერებული თავდასხმები, ეს არის უფრო დიდი სტრატეგიის მიზანი, რომელიც არის შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნა ამბიციური პროექტებისთვის.

ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის. ეს დაამტკიცებს იმას, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო თავდასხმა და შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად. არამედ, ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ, ჰიბრიდული ომი აწარმოონ. ის ახლა ახალ მეთოდებს საქართველოში ცდის.

ჩვენი მცდელობა რომ შექმნათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩაშლილია და ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. ამ ყველაფრის შედეგები, შეძლება შეუქცევადი გახდეს. ძლიერდება ირანის ინტერესებიც. მათ სურთ, რომ კავკასია მოწყვიტონ დასავლეთს. ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved