• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ის, რაც ხათუნა სამნიძემ თქვა, არის გაქაჯება, პოლიტიკის აზრზე არ ყოფნა და მატრაკვეცობა” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:41 10-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,283

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,

წარმოიდგინეთ, მესამე კურსელი სტუდენტი. ნიჭიერი, პირველი ორი წელი კარგად სწავლობდა, ძალიან პერსპექტიულად გამოიყურებოდა. ლექტორები დიდ იმედებს ამყარებდნენ. მესამე კურსიდან აუშვა, ცუდ წრეში მოხვდა, გალოთდა, გახულიგნდა, აღარც სწავლა აინტერესებს. ლექტორებმა ბევრი იფიქრეს, თან ენანებათ ეს კარგი სტუდენტი, მაგრამ ჩატოვეს კურსზე, იქნებ აზრზე მოვიდეს და გამოსწორდესო. ეს სტუდენტი პირიქით, უფრო გადაირია, საერთოდ დებოშიორი გახდა, ლექტორებს სახლებში მიუვარდა და ფანჯრები ჩაულეწა, თან აგინებს. ეს ლექტორები ჭკვიანი ხალხია და ფიქრობენ რა ქნან, არ უნდათ ეს სტუდენტი სულ დაღუპონ, კიდევ კურსზე რომ ჩატოვონ, ეგ ფაქტიურად გარიცხვას ნიშნავს.

არიან დიდ სჯაბაასში. მოდი, იქნებ დავუწეროთ მაინც ახლა ნიშნები, გადავიყვანოთ შემდეგ კურსზე და იქნებ მერე რამე იყოსო. აზრზე მოვიდეს, ასეთი პერსპექტიული და ნიჭიერი როგორ გავწიროთო. ერთი ნაწილი ამბობს, ამ გადარევის მიუხედავად რომ დავუწეროთ ნიშნები, ჩათვლის, რომ მოსულა ასეთი ქცევა და უარესს გააკეთებსო. მჯელობენ დაუსრულებლად, ხან მშობლებს ელაპარაკნენ, ხან მის მეგობრებს, თქვენ რას ფიქრობთ, რა ჯობს რომ გამოსწორდესო, ისევ კურსზე ჩავტოვოთ თუ შანსი მივცეთო. ზოგი ამას ამბობს, ზოგი იმას, ზოგი თვლის, რომ შეიძლება სიმკაცრე ჯობდეს და უფრო აზრზე მოვიდეს. ზოგი პირიქით.

აი, ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლა საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით. ამ ქვეყანას რომ დიდი გასაჭირი აქვს და რუსის ქოცი რომ მოგვაჯდა თავზე, ეგ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ვდარდობთ შიგნით და გარეთ, ვმსჯელობთ, რა ჯობს, რომ გადავრჩეთ და ამათ არ შეიწირონ ქვეყნის პერსპექტივა. ღიად ამბობს ყველა გარე მეგობარი, რომ ქოცი არის რუსი, და საქართველო გადასარჩენია. ამას ამბობს შიგნითაც ყველა, ვისაც რამე გაეგება. ამ შემთხვევაში ამოცანა და მიზანი არის საქართველოს გადარჩენა. სტატუსის მოცემა–არმოცემა მხოლოდ ინსტრუმენტია. ეს იციან პარტნიორებმაც და ეს არის ლეგიტიმური დისკუსია, რომელიც მიმდინარეობს ღიადაც და დახურულ სივრცეებშიც. ესაუბრებიან ყველას, აინტერესებთ ყველას აზრი. მთავარი კითხვაა: ქოცს არაფრით დაუმსახურებია სტატუსი, აყალბებს არჩევნებს, ანგრევს დემოკრატიას, აყალიბებს ავტორიტარიზმს, ანადგურებს ინსტიტუტებს, ეტენება რუსეთს და ა.შ. ამაზეც კი შეიძლება დავხუჭოთ თვალი, თუ საქართველოს მომავალს ეს გამოადგება. იქნებ მერე შეძლოთ დემოკრატიული ცვლილებები და ა.შ.

არსებობს შიში, რომ ანტიდემოკრატიული რეჟიმის მიუხედავად სტატუსის მიცემით ქოცი ჩათვლის, რომ როგორც იქცევა სწორად იქცევა და საერთოდ გადათავხედდება. შეიძლება არჩევნები სულ თავზე გადაიმსხვრიოს, მითუმეტეს, რომ ოპოზიცია გვყავს ძალიან სუსტი. სწორედ ამ არგუმენტით, ზოგი იხრება იქით, რომ ალბათ ჯობს ჯერჯერობით არ მოგვცენ სტატუსი. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ლეგიტიმური დისკუსია და ლოგიკურია ვიღაც ფიქრობდეს, რომ ასეთ ვითარებაში სტატუსმა შეიძლება უარესი როლი ითამაშოს.

ახლა, რატომ დავწერე ამდენი: ის, რაც ხათუნა სამნიძემ თქვა, არის გაქაჯება, პოლიტიკის აზრზე არ ყოფნა და მატრაკვეცობა. ცოტა მავნებლობაც, რეალური კონტექსტიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, მასთანაც ისე განიხილავდნენ პარტნიორები ამ საკითხს, როგორც სხვებთან, და იყო უბრალოდ აზრთა გაცვლა–გამოცვლა, რა ჯობს საქართველოსთვის. შეიძლება ვიღაცამ საკუთარი აზრი თქვა, დაახლოებით ისეთი, რაც ზევით მოვიყვანე, შეიძლება მერე სამნიძეს მსჯელობაში უთხრეს, რომ აი, ესა და ეს ამ აზრზეა და თქვენ რას ფიქრობთ, და ა. შ., როგორც ხდებახოლმე. ეს ყველაფერი არის მძიმე და დინამიური პროცესი და შენ გამოვარდე და აი, მე ვარ ქართლის დედა, “მე მენდობიან დასავლელი პარტნიორები“, და თქვენ აზრზე მოდით, დანარჩენო ოპოზიცია, არის ….. არის…. არის…. მოკლედ, ვერ ვიტყვი ამ სიტყვას. სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა.”

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved