• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ის რა იყო?!… რუსეთს ქუბინები დაუჟანგდაო! სამხედრო ინდუსტრია ნოლზე აქვსო…” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
20:30 01-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
519

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:

,,დიპ სტეიტი- ბერმუდის ჰექსოგრამა ანუ დავითის სამკუთხედი…
არ მკითხოთ, ახლა, ორი სათაური რა საჭიროაო?!..
საჭიროა, საჭირო!!! ეგაა მთელი მუღამი!
აი, ნახეთ!
ყველა, ვინც სამშობლომ დაწყევლა(აფრიკიდან გრენლანდიამდე და რუხის ხიდიდან ყიზლარის საძოვრებამდე), გაექანებიან ხოლმე “დიპ სტეიტისკენ”. ნუუუ, სადმე დიდი ბრიტანეთის მიდამოებში ან აქვე, საელჩოსთან. მიაფრინდებიან ან დააფრინდებიან და… იკარგებიან აბოიმიდან ჰაერში გასროლილი ტყვიასავით… ( თვითმფრინავიდან გადმოიმასქნებულს არ შევადარებ, უხერხულია). მერე, გადის ხანი და რომელიმე პროექტის ფარგლებში გადმოაპურჭყებს ხოლმე ბერმუმდის ჰექსოგრამა.
არა და, ზაზა შათირიშვილი რომ დაწერს სიმართლეს, იწყებენ ღლიცინს და ემართებათ უსაქციელობა! მერე ტროლავენ და ბოტავენ.
ისე, როგორ ახატია ზაზას ეგ “ დაზაკაზებული” ჭმუნვები, ხვდებით,ალბათ!
ჰოდა, დიპ სტეიტი- ეს ბერმუდის ჰექსოგრამა- ნამეტანი გაიხლართა საკუთარ ექვსკუთხედში დაგეგმილ კლიმატსა და “ ნებესნი პერელიოტებში”.
როგორც მაქსიმე იტყოდა, მწარე-«рождённый ползать -летать не может»-ო. ე, ბიჭო, იარეთ რა უდაბნოში… და არ დამიწყოთ – ეგ უდაბნო სადააო?!.. ეგერაა, კრივოი როგის გაყოლებაზე. მიდით და ჩვენ გაგვანებეთ თავი!
ის რა იყო?!… რუსეთს ქუბინები დაუჟანგდაო! სამხედრო ინდუსტრია ნოლზე აქვსო, ერთი 3-4 თვიანი ომი უნდაო და ეკონომიკა ჩამოინგრევაო… უი,უი, რა გამახსენდა! 1/200-თან გახდაო რუბლი დოლართანო! რა დაცხეს და დაცხეს!!!! და მიაყარეს და მიაყარეს სანქციები… და რა ბოლოს?! ჩამონგრეული და უიარაღო ევროპა, ამერიკული სანქციები ევროპოლიტიკური კრახის დასტურად და “ ორეშნიკი”, როგორც რუსული სამხედრო ინდუსტრიის “ სირცხვილი”!
ან ის რა იყო?!… რუსეთი როგორც კი მობილიზაციას გამოაცხადებს, ეგრევე დაიწყება შიდადაპირისპირებები და რუსეთის დაშლის პროცესიო…
ან მობილიზაცია რაში დასჭირდა?!… ან ბუნტი და დაპირისპირება?!… ოოო, სამაგიეროდ, პარიზი ვნახეთ ფუნაშესხმული! გერმანიიდან გაქცეული მსხვილი წარმოებებიც ვიცილეთ! ამერიკას კი… სერიოზული საფრთხე უდგას შიდაომების! დიახ, დიახ! აბა, ერთი უხეშად ჩაერიოს ჩემი ჟღალი მიმინო შტატების დამოუკიდებლობაში!!!… ყველა შტატს თავისი არჩევითი საკანონმდებლო, სასამართლი, აღმასრულებელი ხელისუფლება ყავს! არჩეული პოლიციის უფროსი და მოსამართლეები… ყველა ამერიკელისთვის, თავისუფლების საზომი და დასტური, მისი შტატის დამოუკიდებლობა და შტატის შიდა საქმეებში ჩაურევლობაა!!! ასე რომ, ერთი -ორი ბუნტი ვიხილეთ უკვე და წითელი ხაზები თუ დაირღვა, გრენლანდიაც, ვენესუელაც და ილხამ ფაშინიანიც მეორე ხარისხოვანი გახდება ამერიკელისთვის!
ძალიან გამიგრძელდა!!!
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ დიპ სტეიტმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრიც გააზეხერა და ბევრსაც ვერ გაართვა თავი. სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო და რასაც ზაზა წერს- კარგად, გულდასმით წაიკითხო! ტრამპის და პუტინის თამაშები, დავითის სამკუთხედით, სულ ძინ ძინ პინ-ია გლობალურ ჭრილში და ამიტომ… არ არის საჭირო სადმე ზედმეტად გაკვეხება, პრავების კაჩაობა და ბერმუდის ჰექსოგრამაში გაბლანდვა!
არის დრო თქმის და არის დრო დუმილის!
არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლის!
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას!

P.S. ( სერიოზული ვერსია)
დიპ სტეიტი და მის ირგვლივ შექმნილი გლობალური პოლიტიკა ბევრ შეცდომას და ილუზიას შეიცავს. ასევე კრახსა და იმედგაცრუებას!
ჩემი აზრით, ჩვენი სამშობლოსთვის, საჭიროა სიმართლის აღქმა, ცივი ანალიზი და ხმაურიანი მოქმედებების თავიდან აცილება!რაც დასუსტებულ და არასტაბილურ გლობალურ გარემოში საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved