• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის მზადაა, ელოდოს, რამდენ ხანს გააგრძელებს Credit Suisse-ი ასეთ ქმედებას – ივანიშვილის სპიკერის მორიგი განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:08 05-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-ის წინააღმდეგ არსებულ საქმესთან დაკავშირებით, ივანიშვილის სპიკერმა ახალი კომენტარები გააკეთა. 

“ბოლო სამი წლის განმავლობაში შვეიცარელმა მოსამართლემაც კი დაამტკიცა სასამართლოს განაჩენი, რომ Credit Suisse-ი ვალდებულია თაღლითობით მოპოვებული თანხები დაზარალებულ კლიენტს დაუბრუნოს. თუმცა, ბანკმა სასამართლო გამოიყენა, რათა სრულად გადახდა თავიდან აერიდებინა”. – ამბობს ივანიშვილის სპიკერი.

ივანიშვილის სპიკერის თქმით, ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ, კლიენტის წინაშე საკუთარი ვალდებულებები უნდა აიღოს.

“Credit Suisse-ს სასამართლომ უნდა აიძულოს მოპარული თანხების გადახდა, მესამე პირების მიერ ანაზღაურების მიუხედავად. მისთვისაც, ვისაც ფინანსების სამართლის ელემენტარული ცოდნა გააჩნია, სავსებით ცხადია, რომ ბანკის მიერ კლიენტისთვის ვალის გადახდაზე პასუხისმგებელი Credit Suisse-ი არის. გადასახადი არ უნდა იყოს დამოკიდებული დამნაშავე თანამშრომლებზე, მათ უფროსებზე ან მართლაც მისტიკურ მესამე პირებზე, ბანმკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველმყოფმა, უნდა აიღოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ზოგადი პრინციპი განვითარებად ქვეყნებშიც კი დაცულია და განაჩენის ფორმულირებამ, პრაქტიკულად, უკანონობა გაამართლა”.

“ივანიშვილმა იცის, რომ მას შეუძლია სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვოს, თუმცა ის მზადაა დაელოდოს, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს Credit Suisse-ი მსგავს ქმედებას. კლიენტმა იცის, რომ მას შეუძლია მოპარული თანხების კომპენსაციის მიღება სასამართლოს თავდაპირველი პოზიციის გადახედვის მოთხოვნით, თუმცა ის მზადაა დაელოდოს, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ბანკი ასეთ ქმედებას”. – დასძინა ივანიშვილის სპიკერმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

თეგები: Credit Suisse-იბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved