• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირმა ზავრადაშვილმა დღესასწაული “დიდუბობა” გამოიგონა – “მოცეკვავე 4,000 ლარი…”

ალია ავტორი - ალია
21:29 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ფლანგვის დეტექტორი, სოციალურ ქსელში, ფოტოს და მორიგ წერილს ავრცელებს:

“2016 წელს დიდუბის გამგეობამ ახალი დღესასწაულის “ჩემი დიდუბის” აღნიშვნა დაიწყო. გასულ წლებში “დიდუბობაზე” გაწეული ხარჯები არ ფიქსირდება. ტრადიციის დაფუძნება კი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა.

დიდუბობის დღესასწაულის აღსანიშნავად 2016 წელს 21 სექტემბერს 69,204 ლარი დაიხარჯა. დიდუბის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა (405093893). სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივი ჩამონათვალი მოიცავს:

ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3,000 ლარი;

ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1,200 ლარი;

სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1,500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული);

ყვავილებით აწყობილი სიტყვა “დიდუბობა” – 1,485 ლარი;

საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6,000 ლარი;

მოცეკვავე/მსახიობი – 4,000 ლარი;

ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1,250 ლარი.

დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით ღონისძიება 2017 წლის 21 სექტემბერსაც ჩატარდა. ამჯერად ბიუჯეტიდან 25,982 ლარი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით – შპს “ჩილაუთ გრუპთან” გააფორმა.

2017 წელს, დიდუბის გამგეობამ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჯამში 150,000 ლარი დახარჯა.

2016 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 12,891 სოციალურად დაუცველი იყო რეგისტრირებული, მათგან 3,788 არასრულწლოვანი იყო.

2017 წელს კი საარსებო შემწეობას იღებდა 12,615 ადამიანი, მათგან 3494 არასრულწლოვანი იყო.

თავად ირმა ზავრადაშვილი, რომლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც დიდუბობის დღესასწაული დაარსდა დიდუბის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. 2014-2019 წლებში თანამდებობაზე ყოფნის შედეგად შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 331,478 ლარი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ირმა ზავრადაშვილი X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

წყარო”

დეკლარაციები – https://declaration.gov.ge/

პასუხი https://bit.ly/3apQYYy

შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა https://bit.ly/3s2G6WH

ტენდერი SPA160022032

თეგები: ირმა ზავრადაშვილიფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved