• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირლანდია გეგმავს, რომ ხელოვანებს თვეში $1500-იანი მუდმივი ხელფასი დაუნიშნოს

ალია ავტორი - ალია
12:39 10-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
399

ირლანდიის საპილოტე პროგრამა, რომელიც შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის თვიურად $1500-იანი საბაზისო შემოსავლის დაწესებას მოიაზრებს, თებერვალში დასრულდება. ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე ირლანდიის მთავრობა კი აცხადებს, რომ პროგრამა ღირებულია და მას მუდმივ სახეს მისცემს.

ამ თვის დასაწყისში ირლანდიის მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც ხარჯებს შორის „ხელოვნებისთვის საბაზისო შემოსავლის საპილოტე სქემის გაგრძელებას” მოიცავს.

ირლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გარანტირებული შემოსავლის პროგრამებს ტესტავენ. მათი მიზანი კონკრეტული დემოგრაფიის ადამიანებისთვის მუდმივი და შეუზღუდავი საბაზისო შემოსავლის მინიჭებაა. აღნიშნული პროგრამები არსებითაც განსხვავდება საყოველთაო შემოსავლის პროგრამებისგან, რომლებითაც მთავრობები მთელი მოსახლეობის დაფინანსებას უზრუნველყოფენ.

საბაზისო შემოსავლის პროგრამები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ COVID-19 პანდემიისა და ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის დაწყების შემდეგ, მათ მიმართ ინტერესი განახლდა. AI ინდუსტრიის ლიდერები მთავრობებს ასეთი პროგრამების შექმნისკენ მოუწოდებენ, რათა ტექნოლოგიის მიერ სამუშაო ადგილზე ადამიანის ჩანაცვლების შემთხვევაში, მას შემოსავლის დანაკარგი შეუმსუბუქდეს.

ირლანდიამ საბაზისო შემოსავლის საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 2000-მდე მხატვარმა ყოველკვირეულად $370-ის ოდენობის სტიპენდიის მიღება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა თავდაპირველად საპილოტე პროგრამის დასრულების თარიღად აგვისტო განსაზღვრეს, ირლანდიის კულტურის, კომუნიკაციებისა და სპორტის მინისტრმა პატრიკ ო’დონოვანმა ის 2026 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა. ირლანდიის მთავრობის მიერ მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელფასმა შეამცირა ხელოვანთა ფინანსური სტრესი, ხელი შეუწყო პროფესიული ზრდას და გააუმჯობესა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved