• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირანული იერიშის შეჯამება – სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
06:15 04-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,085

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ირანული იერიშის შეჯამება:

1. როგორც მოსალოდნელი იყო ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება მოხდა. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია. ამიტომ იყო ბოლო 10 დღე ებრაელი იერიშის შემდეგ მუქარებს და ვიდეოებს რომ ავრცელებდა, რითაც ისრაელს ანიშნებდა შეტევის გარდაუვალობის შესახებ – ირანს რადიკალების თვალში სახე ჰქონდა შესანარჩუნები. ომი მისი მყიფე რეჟიმის სტაბილურობაზე აისახებოდა ისევე როგორ პასუხისაგან სრული თავშეკევება. ამიტომ გადაწყვიტა ღამის წინასწარდაანონსებული იერიშის განხორციელება. პიარის მხრივ დიდად წარმატებული ქმედება განახორციელა თეირანმა. სამხედრო თვალსაზრისით კი ნულოვანი და უშედეგო. თუმცა 2020 წელს ირანი ამერიკელების წინააღმდეგ უფრო თავშეკავებული გამოდგა, ვიდრე წუხელ ისრაელის წინააღმდეგ. მასშტაბი დიდი იყო, მაგრამ არა იმდენად დიდი ისრაელს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდა. ისრაელი, რეგიონში დომინანტი ძალაა და ერთი ღამის საშუალო მასშტაბის, წინასწარდაანონსებული იერიშები ვერაფერს უზამდა.

 

2. ისრაელი მომზადებული შეხვდა ირანულ იერიშებს. თავი ძალიან კარგად დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რაკეტა მაინც გაიპარა. ეს მოსალოდნელიც იყო. არ არსებობს უნაკლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. თუმცა ისრაელისთვის ეს თვითრწმენის გამყარების საფუძველიც შეიძლება იყოს და ზოგიერთი მიმართულების გაუმჯობესების მოტივაციაც.

 

3. აშშ, ბრიტანეთი და სხვა ევროპული თუ რეგიონული მოკავშირეები დაეხმარნენ ისრაელს. მათ დამატებითი ესკალაცია არ სურთ და ისრაელს სრულმასშტაბიანი პასუხისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ომი რეგიონში არც მათ აძლევს ხელს. იმ ფონზე, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს, ეს უკანასკნელი სრულიად ვერ უარყოფს აშშ-ს ინტერესებს და იძულებული იქნება დაჰყვეს მოკავშირეების მითითებას.

 

4. ისრაელის მხრიდან რაიმე სახის პასუხი სავარაუდოა რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში იქნება. ეს ისრაელის უსაფრთხოების საკითხიცაა და პრეცედენტის არ დაშვებისაც. ამასთან, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ბოლო ხანებში დასუსტებულია, უმოქმედობა პოზიციებს დაუსუსტებს. მაგრამ სრულმასშტაბიან ომს ნუ ველოდებით. სად მიიტანს ისრაელი იერიშს – ირანის მოკავშირეებზე ან ირანულ ბაზებზე ირანის გარეთ? ეს უფრო რეალისტურია. უშუალოდ ირანში? გამორიცხული არაა, მაგრამ რისკიანი სვლა იქნება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოც. და თუ მაინც განხორციელდება ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლიმიტირებულად. ზოგადად, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისთვის არც ისრაელია მზად, მით უმეტეს, როდესაც ამას მოკავშირეებიც მიანიშნებენ. ამ ეტაპზე მაინც.

 

5. გრძელვადიანად, ირანისა და ისრაელის მეტოქეობა გრძელდება. ისრაელი ყველა გზით ეცდება არამხოლოდ ირანის დასუსტებას, არამედ ირანში ბირთვული იარაღის წარმოების არდაშვებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved