აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი:
“ირანიდან სიახლეები გვაქვს, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ. ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა აღარ იგეგმება… ეს ინფორმაცია ახლახან მომაწოდეს, რომ სიკვდილით დასჯა შეწყდა. დღეს უნდა ყოფილიყო სიკვდილით დასჯის დღე…”
ცოტა ხნის წინ Sky News-მა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანელი დემონსტრანტი, 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც დღეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, არ მოუკლავთ. თუმცა, Sky News წერს, რომ სოლტანის ოჯახის ინფორმაციით, დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ ნებისმიერ დროს არსებობს














კომენტარები