• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანში მოვლენების განვითარების სამი ძირითადი სცენარი – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:00 02-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
570
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ომში მთავარი კითხვა ყოველთვის სტრატეგიულ მიზანსა და საბოლოო შედეგს უკავშირდება. რას მივიღებთ ამ ყველაფრის ბოლოს? მოვლენების განვითარების ლოგიკა სამ ძირითად სცენარს გვთავაზობს:
1. პირველი ვარიანტი რეჟიმის სრული დემონტაჟია. ეს გულისხმობს ირანის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ტოტალურ ლიკვიდაციას ან მათ გაქცევას ქვეყნიდან, მართვის სისტემის მოშლას ან/და მთავრობის შიგნიდან ჩანაცვლებას (ეგრეთ წოდებული “ვენესუელის სცენარი”), ან მასობრივი სახალხო აჯანყების პროვოცირებას.
ეს არ იქნება მხოლოდ სამხედრო წარმატება – ეს იქნება უპირობო სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ არქიტექტურას ძირფესვიანად შეცვლის. ეს არის კარგი სცენარი.
2. მეორე ვარიანტი ირანის სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ტოტალურ დაბომბვასა და გამოფიტვას გულისხმობს. ამ სცენარში თეირანი იძულებული გახდება, გადარჩენის მიზნით დათმობებზე წავიდეს და რიგ უმკაცრეს შეზღუდვებს დათანხმდეს – როგორც ბირთვულ, ისე ბალისტიკურ პროგრამებზე. ასევე შეიძლება მოუწიოს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც.
ეს უფრო სუფთა სამხედრო გამარჯვება იქნება, ვიდრე პოლიტიკური. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დასუსტებულმა და კბილებდამტვრეულმა რეჟიმმა ჩრდილოკორეიზაცია რომ დაიწყოს ან პირიქით, შიდა აჯანყება, ან ახალი, შედარებით რეფორმატორული ფრაქციების წარმოშობა გამოიწვიოს, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს.
3. მესამე და ყველაზე ცუდი ვარიანტი დე-ფაქტო ან ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტაა. მართალია, ირანი ამ კონფლიქტიდან სერიოზულად დასუსტებული, ინფრასტრუქტურამოშლილი და სამხედრო პოტენციალდაკარგული გამოვა, მაგრამ რეჟიმი ფიზიკურად გადარჩება ოფიციალური სამხედრო და პოლიტიკური კაპიტულაციის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ტოტალური დამარცხება არ დგება და ირანი კვლავ დარჩება რეგიონალურ საფრთხედ, უბრალოდ – მოჭრილი კლანჭებით და სერიოზულად დასუსტებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved