ირანში, ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს.
მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „ღმერთის მტრობაში“.
მას ბრალად ედებოდა „ბუნტი“ და 25 სექტემბერს, თეირანის მთავარი გზის გადაკეტა, ასევე სამხედროს დანით დაჭრა.
ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის დირექტორი, მაჰმუდ ამირი-მოგადამი შიშობს, რომ ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, ირანის ხელისუფლება მასობრივად დაიწყებს დაპატიმრებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას.
კომენტარები