საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, განცხადებას აქვეყნებს, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ ხვალ, პარასკევს, იწვევს საელჩოში საქართველოს მოქალაქეებს.
პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს.მოწვევა ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სურს გამოხატოს თანაგრძნობა და სოლიდარობა წარმოშობით ქართველი ირანელების მიმართ – იმ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.თქვენი ჩანაწერები სამძიმრის წიგნში გახდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისტორიის ნაწილი —სამახსოვრო ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს სამიათასწლიანი ურთიერთობების ფარგლებში.ეს წიგნი, ქართველი ხალხის გზავნილებით, მომავალში გადაეცემა ფერეიდანის ისტორიულ მუზეუმს —იქ, სადაც ცხოვრობს ქართული წარმოშობის თემი.მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ სოლიდარობასა და ადამიანურ თანადგომას საზღვრები არ გააჩნია.















კომენტარები