ირანის პარლამენტის სპიკერი მუჰამედ-ბაგერ გალიბაფი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Alarabiya იტყობინება.
ამჟამად პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და იმედოვნებს, რომ სახლიდან მუშაობას შეძლებს. ირანში სულ Covid19-ის 581 824 შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსმა ქვეყანაში 33 299 ადამიანი იმსხვერპლა, 463611 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები