ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის ნათესავის, თქმით, 26 წლის კაცის სიკვდილით დასჯა დღეს იგეგმება.
მას რეჟიმი ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ედავება.
მისმა ნათესავმა BBC Persian-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სოლტანი ხუთშაბათს დააკავეს- იმ დღეს, როდესაც ირანში საპროტესტო გამოსვლებმა პიკს მიაღწია და სულ რაღაც 2 დღეში მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. ოჯახს კი მხოლოდ ის აცნობეს, რომ მისი დასჯა 14 იანვარს იგეგმება,
ავიარ შეხიმ, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰენგაუდან“, განაცხადა, რომ მის ჯგუფს „არც კი უნახავს საქმე, რომელიც ასე სწრაფად წარიმართა“.
8 იანვარს დაკავებული და სიკვდილმისჯილი აქციის მონაწილე ერფან სოლტანი, ამჟამად კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფება.














კომენტარები