• რეკლამა
  • კონტაქტი
16:31, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა – როგორ შეიძლება გამარჯვებისთვის იბრძოდე და გყავდეს ზონდერ პროკურორი გვარამია, ან ზონდერი მელია, უსამშობლო, ჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“

ალია ავტორი - ალია
15:46 09-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

როგორ შეიძლება გამარჯვებისთვის იბრძოდე და გყავდეს ზონდერ პროკურორი გვარამია, ან ზონდერი მელია, უსამშობლო, ჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“. თავისი ძმა არ აძლევს ხმას და სხვა პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. როგორ შეიძლება ესენი, ამ სახეებით ემზადებოდნენ გამარჯვებისთვის? არა, ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ზარქუა მიმართავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ პროვოკაციას არ აჰყვნენ.

„რაც ქუთაისში ვიხილეთ, არც უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ გვყავს ოპონენტად არა დემოკრატიული პარტია, არამედ, მწვალებელთა პარტია, მოძალადე პარტია, ომის პარტია -კოალიციური „ნაციონალური მოძრაობა“. მისი წარმომადგენლები, ბუნებრივია, ასეთებად ხასიათდებიან – ძალადობით, უხეშობით. ნახეთ, ცხონებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა, რომ იმ პატიოსან კაცს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აი, ეს არის ჩვენი რეალობა ამიტომაც ისაუბრა დღეს ჩვენმა კოლეგამ, გივი მიქანაძემ.

ჩვენ არ გვაინტერესებს მწვალებელთა პარტია, რას იტყვის. მათი პოზიცია გასაგებია ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებმა ობიექტურად მიმოიხილონ და ობიექტური დასკვნები დადონ. არ გავატარებთ! ყველა ნიუსი, ყველა მომენტი, მწვალებელთა პარტიიდან ყველა ასეთი მცდელობა არის ასახული, დასაბუთებული, არგუმენტირებული და ამას პერიოდულად წარმოვადგენთ. ამასთან დაკავშირებით ბოლოში გვექნება ძალიან წარმომადგენლობითი პრეზენტაცია, რომ შემდეგ ვინმეს არ გაუჩნდეს მცდელობა ან ცდუნება, რომ ცალმხრივად მიმოიხილოს. ეს არის და ეს!

ჩვენ, ჩვენ მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, ჩვენ ქართველებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, მათ პროვოკაციებში არ აჰყვნენ. მათი ამოცანაა პროვოკაციები, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზაცია იმიტომ, რომ ესენი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ჩვენ ხომ ვთქვით?! – ფაქტები ჩანს. როგორც შეიძლება შენ გამარჯვებისთვის იბრძოდე და ზონდერ პროკურორი გვარამია გყავდეს ან ზონდერი მელია გყავდეს, უსამშობლო, ჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“ გყავდეს. თავისი ძმა არ აძლევს ხმას და სხვა პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა.როგორ შეიძლება ესენი, ამ სახეებით ემზადებოდნენ გამარჯვებისთვის? არა, ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან. პატრონმა დაუკვეთა და ამისთვის ემზადებიან. თხოვნა იქნება, კიდევ ერთხელ, არ ავყვეთ პროვოკაციებში. მშვიდად, სტაბილურად ჩვენ გამარჯვებამდე მივიდეთ. 26 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის ერის და ბერის გამარჯვების თარიღი“, -განაცხადა ზარქუამ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტზეც.

„ეს მწვალებელთა პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებით, სატელიტი პარტიებით, გვარამიას და მელიას რომ ახალ სახეებს არქმევენ, ამ მიდგომით და აჯაფსანდალი არჩევნებისთვის არ ემზადებიან. მათ ქართველ ხალხთან ურთიერთობა არ აქვთ, ქართველ ხალხთან სალაპარაკო არ აქვთ. შესაბამისად, ხან დასავლეთში მიემგზავრებიან, ხან ვის ხვდებიან. თავიანთ პატრონებს, გარკვეულ ჯგუფებს ელაპარაკებიან, ვინც დაინტერესებულია, რომ აქ გადატრიალება მოახდინოს და შემდეგ თავიანთი აგენტურა დასვან, როგორც 2003 წელს დასვეს. რა შედეგით დამთავრდა ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ეს ჩვენ ვნახეთ და არ გავიმეორებ. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved