დღევანდელ ყოველწლიურ მოხსენებაზე პრემიერს ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა მიმართა:
“მაინტერესებს არაფორმალურ მმართველობაზე და თქვენს პოზიციაზე, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ, რომ ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში.
2012 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ პირველი წელი იქნებოდა ძალიან რთული, მეორე წელი საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს საზოგადოება საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მეოთხე წელი კი ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო.
2015 წელს მან გითხრათ – ირაკლი, რამდენჯერ მაქვს შენთვის ნათქვამი, შენი ნათესავები შენთვის პრობლემა იქნებოდაო. ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას თუ ეს პოზიცია მცდარი იყო?”
კომენტარები