• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ქარსელაძე – 2006-2008 წლებში სკოლებიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდებოდა

ალია ავტორი - ალია
14:26 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

“ხონისთვის ისტორიული გამოვიდა გორდი-ძეძილეთის ახალი გზა. ეს არის გააზრებული, ტურისტულად წარმოდგენილი და ამ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტი, რომლითაც რეალურად ოკაცეს კანიონამდე უკვე თამამად შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ადამიანმა გადაინაცვლოს ნახევარ დროში ძალიან კომფორტული გზით. აშენდა ახალი ხიდი, ასევე მეორე მხრიდან ოკაცეს კანიოთან 14 კილომეტრიანი მონაკვეთი გავაკეთეთ. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობით იმისთვის, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტი, კონკრეტული ქალაქი, კონკრეტული მდებარეობა განვითარდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხონში „ქართული ოცნების “ მერობის კანდიდატის ლაო ჯურხაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ოინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხონში მიმდინარე პროექტებზეც და აღნიშნა, რომ ხონს მალე განახლებული თანამედროვე ცენტრი ექნება.  
„ხონი წყლის მიმართულებითაც დაწინაურებულია სხვა ქალაქებთან შედარებით, მაგრამ არის გარკვეული ნაწყილი ქალაქის, რომელიც ჯერ  24 საათიანი მომარაგების გარეშეა, ასევე ზაფხულში არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დებედის და მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომლებიც ასევე  ჩვენს სამოქმედო გეგმაშია. ამ გეგმის მიხედვით,  2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება,“ განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეყანაში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და გაიხსენა ამ მიმართულებით არსებული ძველი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდებოდა.
„პირადად მე გახლდით ადამიანი, რომელიც მერხების, კომპიუტერების შესყიდვას ვახორციელებდი და მაშინაც სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ,რომელმაც 34 ახალი სკოლა ააშენა. ეს იყო 2006, 2007, 2008 წელი. 2008 წელს ომმა მოუსწრო კომპიუტერების შეკვეთას, მაგრამ ვიპოვეთ გზა და ის კომპიუტერები მივაწოდეთ შესაბამის სკოლებს. 100 000 კომპიუტერზე იყო საუბარი. კომპიუტერზე, და ეს იმ დროს, როდესაც ინტერნეტკაფეებიც კი ფუფუნება იყო,“ აღნიშნა ქარსელაძემ.
ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში 67 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 42 სკოლა უკვე დასრულებულია.  ხონის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ქვეყანაში მთლიანად 103 სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება. რეაბილიტაცია კი გულისხმობს ევროპული სტანდარტის ღირსეული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც საკლასო ოთახსაც მოიცავს, ლაბორატორიულ სივრცესაც, ღირსეულ სამასწავლებლოს, სპეციალურ საჭიროებების მქონე ბავშვებისთის ადაპტირებულ გარემოს, კვების ბლოკებს,  სავენტილაციო და შესაბამის საინჟინრო სისტემებს და სხვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved