• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის თქმით, მოლაპარაკებისთვის 10-დღიანი სივრცე რჩება

ალია ავტორი - ალია
12:47 12-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ირაკლი კობახიძის თქმით, მოლაპარაკებებისთვის სივრცე ისევ რჩება. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მოიცავს როგორც იმ სამ პარტიას, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების თხოვნით არ მიმართეს და იმათ, ვინც შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა.

„არის ალბათ ეს სამი პარტიაც და არიან ის პარტიებით, რომლებმაც დაწერეს უკვე განცხადება, მაგრამ მათთანაც არის საუბრის სივრცე. ანუ სივრცე არის უფრო ფართო, ვიდრე შეიძლება მოიცავდეს სამ პოლიტიკურ პარტიას. დროის თვალსაზრისითაც სივრცე რჩება, დაახლოებით 10-დღიანი დღეიდან, იმიტომ რომ დაახლოებით 10 დღეში შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ შედგეს გარკვეული დიალოგი და მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ მათი მხრიდან არის მზაობა ამისთვის, ბუნებრივია, შედგება შეთანხმება. თუ საბოლოო ჯამში დადასტურდება რომ ვიღაცას არ ჰქონდა ამის მზაობა და თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ამ შემთხვევაში ისინი არ შეუერთდებიან შეთანხმებას და მათ მიმართ, ბუნებრივია, ამოქმედდება სამართლებრივი რეაგირების ის მექანიზმები, რომლებსაც ვუპირისპირებთ საპარლამენტო საბოტაჟს“, – განაცხადა კობახიძემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. პარალელურად, 8 ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სუბიექტმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით უკვე მიმართა. შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის არ წარუდგენია სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved