• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა კანდიდატურა, რომელსაც “ოცნება” დიდი ალბათობით თბილისის მერის არჩევნებში დააყენებს

ალია ავტორი - ალია
12:15 03-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვის დროს განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში აპირებს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, პრემიერის თქმით, კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.

“მოლოდინები გვაქვს ძალიან ოპტიმისტური. ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მათ შორის, შეგიძლიათ, გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევას, ჩვენი კვლევის შედეგები არის იმის იდენტური, რაც იყო ბოლო კვლევაში დაფიქსირებული და არის მცირე გაუმჯობესებაც კი. იმდენად ჩამოშლილია ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერები არის მოკლებული.

წინა არჩევნებზე ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ავიღეთ დაახლოებით 54,5%. ამაზე უკეთეს შედეგს ველოდებით ბოლო კვლევიდან გამომდინარე, რომელსაც ვადარებთ არჩევნებამდე ბოლო კვლევას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე,თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო. ვნახოთ, პოლიტიკური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

თქვენ იცით, რომ მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved