• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? – გახარიასთან შეხვედრა დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს?” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
18:52 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? დასამალი რა მაქვს, რა უნდა ყოფილიყო დასამალი? – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მასთან შეთანხმებული ის, რომ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრებდა.

“ეს შეხვედრა არ იყო დამალული. დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს?” – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შესახებ პარტიაში ყველამ იცოდა იქამდე, ვიდრე გახარია მერიაში მივიდოდა.

რაც შეეხება გახარიას გუნდის წევრების გამოხმაურებას, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იყო „კაცური საქციელი“, კალაძემ ასე უპასუხა: “კაცურზე გადავდივართ?”

კალაძის განმარტებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა დასვა ჟურნალისტმა და ამის თაობაზე ჭორი რომ არ გავრცელებულიყო, შესაბამისი პასუხი გაეცა.

„მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. რა არის დასამალი, ადამიანი მოვიდა. ერთი ათჯერ დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, ნებისმიერ ადგილზე მოვალო და მეც ადამიანურად…რა არის დასამალი? ვუთხარი, მოდი, მერიაში ვარ-მეთქი. მოვიდა და მელაპარაკა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უარყო თვითონ გახარიამ მათ შორის შემდგარი შეხვედრა, კალაძე პასუხობს, რომ ეს არ იცის.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი. გიორგი გახარია ხომ ცოცხალი ადამიანია, ჩვეულებრივად ცოცხალია, თბილისში გადაადგილდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა”, – განაცხადა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved