• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – საქართველოში არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ვერ მოვითმენთ

ალია ავტორი - ალია
16:36 12-12-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

დღეს სტაჟიანი გამყალბებლები, საქართველოში არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ვერ მოვითმენთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ ენდობოდნენ და სწორედ ამიტომ შეხვდნენ მის ხელმძღვანელობას.

„სამართლიან არჩევნებს“ ვენდობოდით, სწორედ მაგიტომ შევხვდით მის ხელმძღვანელობას და სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ხარვეზის გასწორებისკენ. საბოლოო ჯამში, ჩვენი თხოვნის საფუძველზე და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის საფუძველზე, ეს ხარვეზი გასწორდა და ჩვენ დავინახეთ, რომ ემთხვევა ზუსტად PVT-ის მონაცემები ცესკო-ს მონაცემს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ყველაფერმა დაადასტურა ის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, არც ჟვანიას, არც ცესკო-ს და არც ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას საქართველოში არჩევნები არ გაუყალბებიათ. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, თქვენ გახსოვთ როგორი პრაქტიკა იყო, ჯერ 90-იან წლებშიც კი, შევარდნაძის პერიოდში, არჩევნებს აყალბებდა დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია.

გახსოვთ თქვენ, ვინ იყვნენ მათი სახეები, გოგორიშვილი, მაჭავარიანი და ა.შ. დღეს ისინი არიან წარმოდგენილი ან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან „ევროპულ საქართველოში“. ამის შემდეგ, ისინი ცხრა წლის მანძილზე აყალბებდნენ არჩევნებს, 2012 წლის ჩათვლით და აქაც ვინ იყო ავტორი, ​ძალიან კარგად მოგეხსენებათ. საქართველოში არჩევნების სისტემური გაყალბების პრაქტიკა და ზოგადად, გაყალბების პრაქტიკა აღიკვეთა ზუსტად 2012 წლიდან და ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. და დღეს სტაჟიანი გამყალბებლები და არჩევნების გაყალბების გამომგონებლები საქართველოში ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ბუნებრივია, ასე ჩვენ ვერ მოვითმენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved