• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი გამოცდა უნდა გაიაროს, ამბობენ, პატრიოტიაო და ახლა გამოჩნდება – ლაშა ამირეჯიბი

ალია ავტორი - ალია
21:08 05-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

– ხალხი კითხულობს, რიონის ხეობის დამცველებმა, „ნამახვანსჰესის“ აშენების შეჩერების გარდა, კიდევ რა  უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას 26 მაისს დაგეგმილ აქციაზეო. შენ რას იტყვი?

– დავით გარეჯის საკითხის მოგვარება, ეს აუცილებლად მოსათხოვნია ხელისუფლებისთვის. ეს ორი სერიოზული პრობლემაა ჩვენი. არავის ეწყონოს, მაგრამ ორი მუსლიმური სახელმწიფოს ალყაში ვართ, ეგეთი განცდა მაქვს. მარტო  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებაზე  არ არის ლაპარაკი. დავუშვათ და აშენდა. მაშინ უნდა გადაიხედოს „ენკასთან“ გაფორმებული ცალსახად კაბალური, ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, მისი პირობები უნდა შეიცვალოს, ქართველ ხალხს რაღაც უნდა დარჩეს იმის სანაცვლოდ, რაც უნდა გაიღოს – უამრავი სოფელი უნდა დაიტბოროს, ათეულობით ეკლესია და სხვა ისტორიული ძეგლები განადგურდება, უამრავ ადამიანს მოუწევს აყრა და სხვაგან გადასახლება… ამხელა ხეობას ვკარგავთ, ვჩუქნით თურქებს? ჩემი ინფორმაციით, ამ კაბალური ხელშეკრულების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობაში, 40 მილიონი ლარი გადაიხადა თურქულმა მხარემ. ვინ აიღი ეს ფული, ერთმა კაცმა თუ რამდენიმემ, ეს არ ვიცი.  ეს საქმე გამოსაძიებელია. ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილი ქართველია, პატრიოტიაო და ახლა გამოჩნდება. გამოცდა უნდა გაიაროს. თუ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, მართლა ქართველი და  პატრიოტი იქნება. მეორე გამოცდა ღარიბაშვილისთვის დავით გარეჯია. ირაკლი რომ ჩავიდა ილხამ ალიევთან აზერბაიჯანში, იქ დავით გარეჯზეც იყო ლაპარაკი და შენ როგორ ფიქრობ, ალიევი რაიმეს დათმობს? არავითარ შემთხვევაში. ალიევმა კარგად იცის, დავით გარეჯი რამდენს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის და შესაძლოა, გაგვიცვალოს ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსის ნაწილი, მაგრამ ათმაგ საფასურს მოითხოვს, ათმაგ და ოცმაგ ტერიტორიას მის სანაცვლოდ. თან, ის ქედი, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს არის, სამხედრო–სტრატეგიული მნიშვნელობისაა აზერბაიჯანისთვის და ამავე დანიშნულების ტერიტორიას მოითხოვს საზღვრისპირა რაიონში. მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას ტვინის ნატამალი თუ დარჩა, დავით გარეჯის საკითხი საჩვენოდ უნდა გადაჭრას. თუმცა, არის ერთი ვარიანტიც. შესაძლოა, ეს თემა კიდევ უფრო გაააქტიუროს ხელისუფლებამ, აი, ვიბრუნებთ დავით გარეჯს, დღეს არადა, ხვალ ჩვენი იქნება… ეს მესიჯები წამოვა ხელისუფლებისგან, შეიქმნება ჯგუფები, ორმხრივი კომისიები და საბოლოოდ არც არაფერი გადაწყდება, ადგილობრივი არჩევნების მერე მინელდება ეს თემა. ჩემი აზრით, ესეც მოხდება. ისევ არჩევნების მოსაგებად გამოიყენებს „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის თემას. დაბრუნებაზე არც იფიქრო, აზერბაიჯანი არ დაგვიბრუნებს, ჩვენსას, რომელიც თავისი ჰგონია. რეალურად მიმაჩნია გაცვლა, დიდი ტერიტორიის სანაცვლოდ, ამაზე შეიძლება წამოვიდნენ.  

ეს უბედურება და არეულობა, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო პერიოდში „ნაცების“ დაწყებულია. როდიდან ვრცელდება დამაჯერებელი ინფორმაციები, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ფული აიღო და არაოფიციალურად გაყიდა დავით გარეჯის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ნაწილი და უარი თქვეს მასზე. მიშამ და ბიძამისმა, თემურ ალასანიამ აიღეს ფული, რამდენადაც მითხრეს.  ჩემი ინფორმაციით,  ახლა ნავთობზეა მიბმული დავით გარეჯის საკითხი. აზერბაიჯანელებმა დიდი ოდენობით ნავთობი მოაწოდეს  საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კონკრეტულმა ადამიანებმა ეს ნავთობი „გაალევეს“ და ისე გაყიდეს, თავად დიდი ფული იშოვნეს და ბიუჯეტში არაფერი შეიტანეს.

– ეს ნავთობი დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადასაწყეტად, ჩვენი პოზიციების დასათმობად იყო გამოგზავნილი?

– კი, მე ასე მითხრეს. მიშამ და ბიძამისმა თუ ფული აიღო, ესენი ნავთობს იღებენ. თუმცა, ხომ გითხარი, ეს ნავთობი „მოტეხეს“ და ამის გამო, ერთი ძალიან გავლენიანი ქართველი კაცი, ამ ნავთობის ბიზნესიდან გამოაგდეს, მაგრამ მერე დააბრუნეს ისევ – ალიევის თანაშემწის დონეზე გადაწყდა ეს საკითხი. აქაც ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა ივაჟკაცოს და ეს ამბავი დაალაგოს. ბიზნესი ბიზნესი უნდა იყოს და სახელმწიფოს ინტერესები მას არ უნდა ანაცვალო. ერთი საკითხი მინდა მივაბა „ნამახვანს“. გახსოვს, ადრე გაკეთდა განცხადებები, რომ თურქეთის ხელისუფლება უკრძალავდა ჩვენს  ხელისუფლებას დიდგორობის გრანდიოზულად და საზეიმოდ აღნიშვნას. ნუკრი ქანთარია იყო ერთ–ერთი, ვინც ეს თქვა და მჯერა მისი, ტყუილს არ იტყოდა ამ საკითხზე. ახლა გამოვიდა თურქეთის ელჩი და განაცხადა, ეგ ტყუილია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ავუკრძალოთ, არც დიდგორობის აღნიშვნა აგვიკრძლავსო. არ მჯერა თურქეთის ელჩის. ეს იმიტომ განაცხადა, რომ გული მოულბონ ხალხს, აღნიშნეთ დიდგორობა როგორც გინდათ, ოღონდ ჩვენ „ნამახვანი“ მოგვეცითო. დიდგორობა გაიცვლა „ნამახვანში“ – მე ესე ვფიქრობ და ესე მჯერა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილაშა ამირეჯიბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია

12:28 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved