• რეკლამა
  • კონტაქტი
05:28, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – შეადარეთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს – მკვლელს და ჯალათს, გნებავთ კეზერაშვილი, ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეული პირები, გიგი უგულავა – ცნობილი მძარცველი და კორუფციონერი, ნიკა მელია, ამ კრიმინალების შემსრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა „ქართუ” ბანკის გაკოტრების საქმეს

ალია ავტორი - ალია
18:37 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს; 300 000 კაცი იყო გასამართლებული; ციხეები სავსე იყო პატიმრებით, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებით. 30 000 პატიმარი იყო საპატიმროებში და რატი ბრეგაძე იხსენებდა გუშინ, რომ ერთ საკანში 30 და 40 კაცი იყო და ძილის საშუალება არ ეძლეოდა ადამიანს, ეს ხომ წამებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წამება, გაუპატიურება, ტანჯვა იყო მათი ყოველდღიური ხელწერა, ყოველდღიური ცხოვრება.

„რამე სიახლეს ვამბობთ? ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, კარგად გახსოვთ ალბათ, რომ  გამოვიძიეთ ცნობილი სამეგრელოს კადრები, სამეგრელოს სკანდალი – კასრების საქმე. საშინელება, სიბინძურე, სისაძაგლე, რაც იმ კადრებში აღმოვაჩინეთ და შემდეგ დავსაჯეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტერორში და სადიზმში იღებდა მონაწილეობას. აუპატიურებდნენ ადამიანებს, შემდეგ ვიდეოფირებზე იღებდნენ, ამით აშანტაჟებდნენ და შემდეგ ნებისმიერ დავალებას ასრულებინებდნენ. აი ეს ხალხი არის სააკაშვილი, ქარდავები, ახალაიები, მერაბიშვილი, უგულავა, მელია – ყველა, მთელი გაერთიანება და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება” და ჩვენი გუნდი. თუნდაც, ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ვიცნობ, 17 წელია. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა „ქართუ ჯგუფში” და აქ გვესწრება. უწესიერესი ადამიანი, გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, თავისი პროფესიონალიზმით და შეადარეთ სააკაშვილის დროინდელ მის კოლეგებს, რომლებიც 10-ჯერ ხსნიდნენ ერთ გზას, ჩვენ კარგად ვიცით ეს. 68 კილომეტრი გზა დააგო კაცმა, არ ვაჭარბებ არაფერს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაულები ჩაიდინა. ჩვენ 150 კილომეტრი დავაგეთ და 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში. შედარებითია ყველაფერი, ხომ ასეა? შეადარეთ ბატონი ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს – მკვლელს და ჯალათს, რომელიც პირდაპირ კლავდა, ხოცავდა ადამიანებს, თუ რომელიმე არ დაემორჩილებოდა მის  ნებას და მისი ოჯახის წევრების ნებას და სურვილს. კეზერაშვილი, გნებავთ ან ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეული პირები. ეს ხომ ერთი ხელწერაა. გიგი უგულავა – ცნობილი მძარცველი და კორუფციონერი. ნიკა მელია, ასევე ცნობილი ამ კრიმინალების შემსრულებელი. მაშინ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მახსოვს ძალიან კარგად, როცა ხელი მოაწერა სწორედ „ქართუს” წინააღმდეგ ბანკის გაკოტრების საქმეს. ასეთი ადამიანები იბრძვიან დღესაც, პოლიტიკაში არიან და ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე და აცდნენ მასებს ჯერ კიდევ”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.

„ვერ ხვდებიან, ან რაღაც დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე – ღიად უნდა ითქვას. ეს ტრაგედიაა მეგობრებო, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც მათ ჩაიდინეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერიტორიებს დაგაკარგინებს, ტერიტორიას შენი წინაპრების მიერ მოტანილს, სისხლით, ომით და ჯაფით მოტანილ ტერიტორიებს, ძირძველ ტერიტორიებს დაგაკარგვინებს და ვერ აგარიდებს ისეთ დიდ ტრაგედიას და განსაცდელს როგორიც არის ომი, როგორ შეიძლება, ამ პოლიტიკურ ძალას მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში ნული იქნებოდა მათ მიმართ მხარდაჭერა. დღეს კატასტროფაა, რომ ჯერ კიდევ 15-17 პროცენტი მხარს უჭერს თუ 20%-ი. ესეც ხომ ტრაგედიაა, ესეც ხომ კატასტროფაა. ე.ი. მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ ე.ი. რაღაც დავაკელით, რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობაა და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელდა, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ, აქტიურად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე.  იმ ფონზე, როცა, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანია. ათასი რაღაც მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა. რა არ დააბრალეს და როგორი ბინძური კამპანიები აწარმოეს მათმა ტელევიზიებმა. არაფერი აღარ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია, ამიტომაც ახლა საჭირო არის ძალიან ძლიერად გამარჯვება. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ და ძლიერად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში. აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ სიბინძურეზე და ამ ცილისწამებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved