• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარით ფინანსდება, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა

ალია ავტორი - ალია
12:40 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ რაჭის რეგიონის მიმართულებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა 3 ათასზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტში; ეს არის რეალურად ის ხელშესახები პროექტები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ – გზების მშენებლობა, მოწესრიგებულია თითქმის ყველა გზა, დავაგეთ გზები, რომლებიც მათ შორის კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის შესახებ, რომლის მშენებლობა 100 მილიონი ლარი ჯდება და მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ჩვენ ახლახან დავათვალიერეთ საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა. ეს არის ის რეალური საქმეები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. ეს არის 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი ჯდება და ამას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგებით არ ვართ კმაყოფილი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევა, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს სიღარიბეში და ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ არის დიდი გამოწვევა. ამიტომაც, მთავრობამ შეიმუშავა კარგად გააზრებული, დეტალური სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დღეს აქ გვესწრება ბატონი ლევან დავითაშვილი. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულია გრძელვადიანი განვითარების ხედვა, გეგმა, თუ როგორ ავაღორძინოთ, რეალურად ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. ყველა რეგიონსა და მუნი9ციპალიტეტზე იქნება მორგებული სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც განხორციელდება და შექმნის დამატებით დოვლათს და სამუშაო ადგილებს. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved