• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში

ალია ავტორი - ალია
12:27 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.

„ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, იმიტომ, რომ მე მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება.

ჩვენმა ხალხმა გამოსცადა მჩაგვრელი ხელისუფლის, მჩაგვრელი ძალის ხელწერა, რომელიც საკუთარ ხალხს უწყობდა ტერორს. ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში, 8-9 წლის წინ ხდებოდა აქ, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო მშვიდად გადაადგილება, ერთმანეთთან თავისუფლად საუბარი. კარგად გახსოვთ ყველას, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი. საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, სააკაშვილის დროს. მაფიოზური, კლასიკური გაგებით – 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა და გადაწყვეტდა – ამას დახვრეტა, ამას დაჭერა, ამას გაკულაკება, კონფისკაცია ბიზნესის. ათასობით ადამიანი დაზარალდა – ჩამოართვეს ოჯახებს ბიზნესები, სახლები, მშობლები დაუხოცეს და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ციხეებში – ადამიანების გაუპატიურება, ჩაგვრა, საშინელი უთანასწორობა და უსამართლობა. ასეთმა უღირსმა ადამიანებმა არ იციან, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსებით გამოვირჩევით. ჩვენ ვრთ თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ერი. მტკიცე და გაუტეხელი. ჩვენ ვართ ანწუხელიძეების და ჩვენი გმირების ქვეყანა და როცა ასე ექცევი საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხი პასუხს გაგცემს. ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ – ყოველთვის, ყოველ დღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით, იმიტომ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული, თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია მეგობრებო და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved