• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართულ ოცნებას” დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”, სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი

ალია ავტორი - ალია
18:28 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

7 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა, მერვე არჩევნებში  ასევე ძალიან ძლიერად და ასევე ღირსეულად უნდა  გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში; ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ – “ქართულ ოცნებას” დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, არ არსებობს უბრალოდ ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”, სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა პარტიებს 2-3%-იანი რეიტინგი აქვთ.

„დანარჩენ  პარტიებზე მე არ მინდა, რომ ვისაუბრო, იმიტომ, რომ 2 და 3 პროცენტი აქვთ მათ. თუ ვინმე არის  რეალურად, ვინც ბევრს ხმაურობს და პროვოკაციებს აწყობს, ყველა არის დაკავშირებული სააკაშვილთან, ფსევდოპოლიტიკური გაერთიანებები, მთლიანობაში არის კოლექტიური სააკაშვილის გაერთიანება, ყველა – სააკაშვილი, ბოკერია, ხომ ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით,  რომ მათ დაიწყეს ვითომ ფრაგმენტაცია, დაყოფა. რეალურად, მაშინ გაშალეს ფრონტი და ახლა ისევ ყველანი გაერთიანდნენ. რეალურად არ ყოფილა ეს ორგანიზაცია დაშლილი, ეს იყო ჩვეულებრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის მეთაურობით და ისინი კვლავაც აგრძელებენ ძალადობას. შეხედეთ მათ ხელწერას, როგორ იქცევიან თუნდაც საკუთარი მედიასაშუალებების მეშვეობით, როგორ მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას,  მას შემდეგ რაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ თითქოს ჯოჯოხეთად გადაიქცა ცხოვრება. მათთვის გადაიქცა ჯოჯოხეთად, იმიტომ, რომ მათ წააგეს არჩევნები და ხალხმა გაუშვა ისინი სახლებში. მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორ მეთოდურად მუშაობენ. ამ მეთოდებს იყენებენ. ამ უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, ნათქვამი არის, რომ ჯოჯოხეთი შეიძლება მოაჩვენო ადამიანს სამოთხედ და პირიქით – სამოთხე ჯოჯოხეთად. ასეთ ვითარებაში გვიწევდა ჩვენ ცხოვრება პირველ ოქტომბრამდე, ყველაფერს გვაჩვენებდნენ, თითქოს იყო რაღაც საოცარი აღმშენებლობა, საოცარი აღმასვლა და ასე შემდეგ. კაცს, რომელიც გაჭირვებულ ქვეყანაში, სამ შენობაში გადაიხდის მილიარდ ლარს, რა უნდა მოეთხოვოს, მას ხომ არც ქვეყნის სიყვარული აქვს, არც ხალხის ბედი და გასაჭირი ადარდებს, არც არაფერი აინტერესებს გარდა საკუთარი კომფორტის და პირადი კეთილდღეობისა. ამ ადამიანებს – ამ მკვლელებს და მჩაგვრელებს, ერთადერთი მიზანი აქვთ, ძალაუფლება და ფული,  რომელიც მათ აერთიანებს და მათი ეს  პირადი ეგოისტური ინტერესები და მისწრაფებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის მოქმედი მერის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დააპატიმრეს და შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა.

„მეორე მხარეს ნახეთ, როგორი გუნდი არის, “ქართულ ოცნებაში” და გუშინ შედარებები გავაკეთეთ. დღეს გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე, მთავრობის წევრებზე, ძალოვან მინისტრებზე რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ და არ წავიდეთ სხვაგან, რატი ბრეგაძე – პროფესორი კაცი, თავისი კარგი განათლებით, წესიერებით და პატიოსნებით, კაცი, რომელიც ბოროტებას არ ჩაიდენს და მეორე მხარეს ადეიშვილი, რომელიც ანადგურებდა, ატყავებდა პირდაპირ  ადამიანებს, ბიზნესებს ართმევდა ოჯახებს და უნგრევდა ადამიანებს მთელს ცხოვრებას, მთელს ცხოვრებას უნგრევდა. დღეს ვიყავით ზესტაფონში, ერთი მაგალითი მინდა, რომ მოგიყვანოთ, ზესტაფონის მოქმედი მერი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე ასევე იყო რეპრესირებული სააკაშვილის დროს იგი დაიჭირეს, ჩასვეს, წაართვეს ქონება, ყველაფერი, კაცი გამოვიდა ინვალიდი და დღესაც ეტლში ზის, მისთვის ხომ დაინგრა ჯანმრთელობა, შეერყა ყველაფერი, რამ უნდა აღადგინოს ახლა გამცეს პასუხი სააკაშვილმა   და მისმა მჩაგვრელმა  სადისტებმა, რამ უნდა აღადგინოს   ამ ადამიანის ან მორალური ან ჯანმრთელობის ზიანი ან ეს მიყენებული ტრავმა, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გამოსცადა საკუთარ  თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე და ასეთი მაგალითები ხომ ძალიან ბევრია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved