• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან

ალია ავტორი - ალია
18:06 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხელ ჩხენკელსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ.

რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობასა და მოქალაქეების აქტივობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, უკვე ადმინისტრირებულია 98 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა და მოსახლეობის 15% ერთი დოზით მაინც აცრილია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 800-1000 პაციენტია, ხოლო რეგიონის მასშტაბით 60 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს.

მთავრობის მეთაური მოქალაქეებსა და ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა, რომელთა შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც არიან და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.

პრემიერმა  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved