• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარსი, ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება

ალია ავტორი - ალია
17:10 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ირაკლი ღარიბაშვილი – „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარსი, ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება

ეს არის ფარსი და სიყალბე – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჭიათურაში ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, საქართველოს დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოსა და ამერიკის უშუალო მედიაციით დაასრულა ამ დოკუმენტზე მუშაობა.

„მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოსა და ამერიკის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია და პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო, ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ. გახსოვთ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იყო ჩვეულებრივი ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ასეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ყველა ის რეფორმა, დაწყებული გვქონდა ამ ხელმოწერამდეც, ამ დოკუმენტის არსებობამდე, ამის შემდეგაც გავაკეთეთ, ველოდეთ 100 დღე, მიუხედავად მოწოდებებისა, თხოვნებისა ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან, მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და არ მოაწერეს ხელი. ეს საბავშვო ბაღი არ არის, ეს პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ და ეს არის რეალურად ჩვენის ახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და შემდეგ არის სხვა ყველაფერი. ჩვენ ველოდით, ამის შემდეგ მოვახდინეთ ანულირება და გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალიდური, როდესაც ორი მთავარი მხარე აწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვედით და განვაცხადეთ, რომ თემა დახურულია, ასევე განვაცხადეთ, რომ ყველა რეფორმა გრძელდება. გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი და შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved