• რეკლამა
  • კონტაქტი
08:46, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

ალია ავტორი - ალია
11:44 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა, რითაც თავგანწირვის და თავდადების უდიდესი მაგალითი გვაჩვენა.

მთავრობის მეთაურმა შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„მე მინდა ჩემი დღევანდელი ჩემი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს დღე მართლაც ტრაგიკული დღეა. თუმცა გვახსენებს იმას, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. გმირების, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი. დაუტოვეს მაგალითი ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს. შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას. ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ  პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved