• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მახსენდება 2004 წლის 17 ოქტომბერი, როცა პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქ, მის სახლში, მას შემდეგ ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მე პირადად ყოველთვის ვიქნები მადლიერი

ალია ავტორი - ალია
18:24 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

 ვთქვათ გულწრფელად, მართლაც ამაღელვებელია და განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც იმყოფები იმ ადამიანის მშობლიურ მხარეში, რომელთანაც დაიწყე, რეალურად ისწავლე მუშაობა; ჩვენ მართლაც ვისწავლეთ მუშაობა და ის უნარები შევიძინეთ, რაც შემდგომ საქმიანობაში გამოგვადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ხოლო საჩხერე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება.

„მახსენდება 2004 წლის 17 ოქტომბერი, როცა პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქ, მის სახლში და სწორედ მას შემდეგ ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მე პირადად ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ეს მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ჩვენ მოვისმინეთ სიმართლე, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ვიღაცის მოსატყუებლად ნათქვამი, მოგონილი ისტორიები. ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ გულიდან და ვეუბნებით ჩვენს ხალხს იმასა, რაც არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ეს არის ჩვენი ხელწერა და ასეთი ხალხი ვართ ჩვენ. ამიტომაც, გვჭირდება ძლიერად გამარჯვება. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ბატონ ბენიამინ ფალავანდიშვილს მადლობა გაწეული სამსახურისთვის და წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ბატონ ლევან ივანაშვილს. პირველივე დღეებიდან ლევანი იყო ჩართული „ქართული ოცნების” გამარჯვების საქმეში. ძალიან მაგარი, მეურნე კაცი, საჩხერეს უყვარს ლევანი, ლევანს უყვარს საჩხერე და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება საჩხერლებისთვის. წარმატება და გამარჯვება, ეჭვი არ გვეპარება, რომ ისევე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება საჩხერე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved