• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს

ალია ავტორი - ალია
10:37 12-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის აუცილებელია.

„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2022 წლის შეხვედრაზე, რომელიც 17-21 იანვრის პერიოდში გაიმართება შვეიცარიის ქალაქ დავოსში.

მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში“,– აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved