• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად, ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის და 1 000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას

ალია ავტორი - ალია
12:35 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. ეს იქნება ჩემი მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად.

„ჩვენ ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას. აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი ერთ-ერთი ძალიან მშრომელი ფერმერის, ტერენტი კვარაცხელიას კარმიდამოში, ვნახე მისი თხილის ბაღები და მართლაც გასაოცარია ის, რაც ვნახე. დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. ეს იყო მართლაც წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთთანამშრომლობით მივიღოთ წარმატებული ფერმერი. სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – იტალია, მესამე ადგილზე – ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა. ეს შეგვიძლია ჩვენ და შეგიძლიათ თქვენ, ჩვენო მშრომელო, ერთგულო ხალხო, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამები“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ.

„ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ძალიან დიდ ოჯახს, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და რომელმაც 7 არჩევნებში ძალიან ღირსეული, ძლიერი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო, სწორედ თქვენი დამსახურებაა – ჩვენი ერთობის და ჩვენი შეუპოვრობის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთ პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მინდა, რამდენიმე გამოვყო ამ რეგიონის ჭრილში.

სამეგრელო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო რეგიონია. აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქე გამორჩეულია ნიჭიერებით და თავდადებით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით. მინდა, ხაზი გავუსვა სწორედ ამას, რომ სამეგრელო გამოირჩევა განსაკუთრებულად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებით. ამისთვის მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.

მეგრელებმა ძალიან კარგად იცით ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ჩვენი ერთობის მნიშვნელობა და შავის და თეთრის, სიკეთის და ბოროტების გარჩევა. სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, ჩვენი ხელისუფლება მართავს ქვეყანას უკვე 8 წელია და 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჩვენ მოსახლეობას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამას გარდა, განვითარება ყველა მიმართულებით – იქნება ეს ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა, მეტი შრომა, მეტი საქმე, მეტი შედეგი გვჭირდება. ჩვენს მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ კიდევ უფრო მაღალი შედეგები, უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ეფექტურობა, ტემპები უნდა დავაჩქაროთ და კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიმართულება და ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved