• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, რომელიც ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის

ალია ავტორი - ალია
23:52 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ქვეყანას.

„მივესალმები ზუგდიდს და ზუგდიდელებს, ჩვენს საამაყო სამეგრელოს, ჩვენს გამორჩეულად ნიჭიერ ქართველებს! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქში. ზუგდიდი არა მხოლოდ სამეგრელოს ცენტრია, არამედ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის და პირველ რიგში ზუგდიდელების ყოველდღიურ ინტერესებს. ჩემს გამოსვლებში მითქვამს და მინდა, გავიმეორო – „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ჩვენს ქვეყანას. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით, თქვენი უშუალო მონაწილეობით, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვა თავდადება მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკა იყო, არის და იქნება დაფუძნებული თავდადებაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა და დაფუძნდა ჩვენი დიდი პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც ღირსეულად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა არჩევნებში. ჩვენ 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ოქტომბერში, სულ რაღაც 1 თვეში, გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved