• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილის უცნაური გაუჩინარების დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:21 05-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

რას წერდა “ალია” 10 წლის წინ

2011 წელი, მაისი, ავტორი ნანა არჩვაძე

“ირაკლი ბათიაშვილს საფრთხე ემუქრება”, “ბათიაშვილი ცოცხალი აღარ არის”, – 26 მაისის ღამის შემდეგ დაკარგულად გამოცხადებულ ირაკლი ბათიაშვილს, პრაქტიკულად, მთელი თბილისი ეძებდა. ორდღიანი ძიებისა და ამ ფონზე განვითარებული ისტერიის შემდეგ, ბათიაშვილი 28 მაისს გამოჩნდა. რა მოხდა რეალურად? სად იყო ამ დღეების მანძილზე `სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი? `ქრონიკა” მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მიყვება, კითხვები კიდევ გაჩნდება, რაზეც პასუხს, ალბათ, ცივ გონებაზე და ანალიზის შემდეგ მივიღებთ.

მაშ, ასე: ირაკლი ბათიაშვილი დაკარგულად 26 მაისის ღამეს, დაახლოებით, 2 საათზე გამოცხადდა, მაშინვე ითქვა, რომ ბათიაშვილთან ერთად დაკარგულია მისი ცოლისძმაც. იმ ღამეს, აქციის დარბევის შემდეგ, ბევრი ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, მათ შორის გახლდათ კახა კუკავაც, რომელიც მოგვიანებით ნაცემი იპოვეს, ასევე დაკარგულად ითვლებოდა ბიძინა გეგიძეც, ის გამთენიისას მუხათგვერდის სასაფლაოზე აღმოაჩინეს, ისიც სასტიკად ნაცემი. დაკარგული `უცნობი” კი ნაცემი, უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ღამით ასევე უცნობი იყო ლევან გაჩეჩილაძის, გია ბურჯანაძის, ზაზა პაპუაშვილის, შალვა ოგბაიძისა და ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი. თუმცა 26 მაისს ყველა მათგანი გამოჩნდა, ოგბაიძე სასტიკად ნაცემი რესპუბლიკურში ყოფილა, ის რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ და ამიტომაც ღამით მისი პოვნა ვერ მოხერხდა. ლევან გაჩეჩილაძე კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმალებოდა, ბიწაძეც უვნებელი აღმოჩნდა, თუმცა სად იყო 26 მაისის შუადღემდე, არ დაუკონკრეტებიათ. გია ბურჯანაძე იმავე დღეს გაასამართლეს და შესაბამისად, ისიც გამოჩნდა. აი, რაც შეეხება ბათიაშვილს, ის და მისი ცოლისძმა, ისევ დაკარგულებად ითვლებოდნენ.

`მიუხედავად გამუდმებული ძებნისა, მათ კვალს ამ დრომდე ვერ მივაგენით. სარწმუნო წყარომ გვაცნობა, რომ ირაკლი ცოცხალია. ჩემი ძმა და მეუღლე ჯერ `მოდულში” გვეგულებოდნენ, თუმცა ადგილზე განგვიცხადეს, რომ იქ არც ერთი მათგანი არ არის. მერე ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაგვამისამართეს, თუმცა არც იქ აღმოჩნდნენ… ძალიან მეშინია! ვფიქრობ, ის, რომ ირაკლი ამ დრომდე არ ჩანს, იმის მანიშნებელია, რომ მასზე ან გარკვეული მიზნით სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, – ასეთი განცხადება მაია ბათიაშვილმა 26 მაისს დღისით გააკეთა.

ამის შემდეგ დაიწყო განცხადებების კორიანტელი (ისე, კაცი დაკარგულია და აბა, რა იქნებოდა?). ირაკლი ბათიაშვილის ოჯახმა და მედია-კავშირმა `ობიექტივმა” საგანგებო განცხადება გაავრცელეს, ირაკლი ბათიაშვილი დარბევისას იცავდა ქალბატონებს, რის გამოც შეხლა-შემოხლა მოუხდა სპეცრაზმელებთან. მას შემდეგ გაურკვეველია, ირაკლი ბათიაშვილი დაპატიმრებულია თუ საავადმყოფოში იმყოფებაო? მათ ოფიციალუარად მოითხოვეს შს სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ გაამხილოს მისი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბათიაშვილის ძებნაში დახმარება `წითელ ჯვარს” და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც სთხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაცია `ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ეჭვიც კი გამოთქვა: `შესაძლოა, რაღაც მოდელირებული გადაცემის მსგავსს ამზადებენ და ამისთვის მიდიოდეს ირაკლის დამუშავება, ან უკვე იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ რამე უბედური შემთხვევა იყოს მომხდარი. ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ამ დრომდე გამქრალია და მის შესახებ ინფორმაცია არსად არ არის”.

`მივმართავ ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა თავმოყვარე ადამიანს, რომელმაც იცის, სად და როგორ იმყოფება ირაკლი ბათიაშვილი, აცნობოს მისი ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს. სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაციები, რომ ის ნახეს ძალოვანი უწყებების ხელში… ხელისუფლებამ უნდა გამოაჩინოს ბათიაშვილი”, _ ასეთი განცხადება კი ნინო ბურჯანაძემ 27 მაისს გააკეთა. განცხადებების პარალელურად, ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა აქციებიც გამართეს, მათ შორის, `მოდულის” შენობასთან, სადაც, მათი ინფორმაციით, ბათიაშვილი ძალოვნებს `დატყვევებული” ჰყავდათ. მაია ბათიაშვილმა 27 მაისის საღამოს ისიც კი თქვა, _ არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ირაკლი ბათიაშვილი ცოცხალი აღარ არის და ხელისუფლება დროს იმიტომ წელავს, რომ რამენაირად გაიმართლოს თავიო, თუ ცოცხალია, ალბათ, სახელმწიფო გადატრიალებაში დასდებენ ბრალს და უმოწყალოდ ჩაცხრილავენო.

ამ ყველაფრის ფონზე, შსს-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილი მათ არ დაუკავებიათ, 28 მაისს, დილით კი, ცნობილი გახდა, რომ  ბათიაშვილის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ბათიაშვილის ძებნა დაიწყო. იმავე დღეს, შაბათის ნაშუადღევს კი, ბათიაშვილი გამოჩნდა, 5 საათზე საკუთარ სახლში ბრიფინგიც გამართა და ჟურნალისტებს მოვლენების განვითარების ქრონოლოგია უამბო: “როდესაც დარბევა დაიწყო, სცენიდან ხალხში ჩავედი და მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ამ დროს მომხვდა რეზინის ტყვიაც, ხელკეტებიც, გაზიც ვისუნთქე, მოკლედ, ყველა `სიკეთე” ვიწვნიე. ხალხის ნაკადთან ერთად რუსთაველის თეატრის ფოიეში აღმოვჩნდი. რამდენიმე წუთში შენობაში სპეცრაზმელები შემოვარდნენ და პირადად მე მეძებდნენ ხალხში. გაქცევა ვცადეთ და კიბეზე ავვარდით, ამ დროს მათ რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდანაც მესროლეს, თუმცა, საბედნიეროდ, ტყვია არავის მოხვედრია. შენობის სახურავზე ავაღწიეთ, შემდეგ მომიჯნავე შენობის სახურავზე გადავედით. სახურავზე გადაადგილების დროს კიდევ რამდენჯერმე გვესროლეს. სპეცრაზმელებს იმით დავაღწიეთ თავი, რომ სახურავიდან სხვენში ჩაძრომა მოვახერხეთ. 15 საათის განმავლობაში ჩემს ცოლისძმასთან და კიდევ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად იქ ვიყავით. ამასობაში ჩემი მდგომარეობა დამძიმდა. მაღალი სიცხე მქონდა და თითქმის უგონოდ ვიყავი. ერთ-ერთმა ჩვენგანმა, სახელად გიამ, თრევა-თრევით თავის ახლობელთან მიმიყვანა – ზუსტად ახლაც არ ვიცი, სად. 27-ში საღამოსკენ გიას ახლობლის საშუალებით ცოლს ხმა მივაწვდინე, მაგრამ მან არ დაიჯერა. ახლა უკვე მოვმჯობინდი და სახლშიც დავბრუნდი…” საგულისხმოა, რომ 26 მაისის აღლუმის დროს, ბათიაშვილი, მისივე თქმით, ერთ-ერთ სახურავზე იმყოფებოდა. მან განმარტა, რომ მხოლოდ 15 საათზე მოახერხა რუსთაველის გამზირიდან წასვლა და ის ერთ-ერთმა მომიტინგემ თემქაზე ერთ-ერთ სახლში შეიფარა. გაირკვა ისიც, რომ ბათიაშვილთან ერთად დაკარგული თენგიზ ფანჩულიძეც ცოცხალია და სახლში მკურნალობს… ამ გამოჩენის შემდეგ კი, `სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, ეჭვი არ ეპარება, რომ `ხელისუფლებას ირაკლი ბათიაშვილის ლიკვიდაცია სურდა~. ბათიაშვილის მეუღლე კი დარწმუნებულია, რომ ძალოვნებს მისი ქმრის ლიკვიდაციის მიზნით სპეცოპერაცია ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა ხმაური ატეხეს, ამ გეგმის განხორციელება გადაიდო ან ჩაიშალა.

ესეც ასე! მოვლენების ქრონოლოგია ასეთია. ბათიაშვილმა გამოჩენის შემდეგ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა, თუმცა ახლა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, ხომ იცით, რასაც იტყოდა? აქ საინტერესო სულ სხვა რამეა, ბათიაშვილმა ორი დღის მანძილზე ოჯახს მაინც რატომ არ შეატყობინა, სად იმყოფებოდა? ვთქვათ, შიშობდა, ძალოვნებს არ ეპოვათ, მაგრამ ასეც რომ იყოს, იმ თემქაზე ახლობელთან ვერავინ სანდო ვერ იპოვა, რომ ოჯახთან გაეგზავნა და ეთქვათ, არ ინერვიულოთ, ცოცხალია და მალე დაბრუნდებაო? მხოლოდ 27-ში საღამოს რატომ დაარეკინეს ცოლთან, თანაც ისე, რომ მაია ბათიაშვილმა არ დაიჯერა? როგორ მოახერხა აღლუმის პერიოდში, პარლამენტთან ახლოს, თუნდაც, სხვენში შეუმჩნევლად გაჩერება? მით უმტეს, რომ როგორც თავად ამბობს, მას მისდევდნენ და ალბათ, სავარაუდო ადგილსამყოფელი ძალოვნებმა იცოდნენ კიდეც? ვინაიდან ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ახლა მხოლოდ კითხვებს ვსვამთ. იმედია, ეს და სხვა `საინტერესო” დეტალები მალე გაირკვევა.

თეგები: ირაკლი ბათიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved