• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იქნება თუ არა თემურ აბაზოვი “ოცნების” სიაში და სად გადაწყდა მისი ბედი სინამდვილეში?

ალია ავტორი - ალია
14:51 07-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

“ალია” ჯერ კიდევ 19 მაისს ექსკლუზიურად წერდა, რომ “სიაში ჩაჯდომა ერთ ისეთ პიროვნებას სურს, რომელზეც ოცნების ლიდერებიც კი გაოცდნენ. დახურულ შეხვედრებზე  ამ სახელმა და გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა და რომ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ზურგი, მას არც განიხილავდნენ.

საუბარი მარნეულის ყოფილ მერზე, თემურ აბაზოვზეა, კაცზე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელიც დაკავებული გახლდათ, შემდეგ კი გამოუშვეს. ოფიციალურად, აბაზოვის დაზარალებული ამბობს, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ სახის სავარაუდოდ შარდით დაბანვის კადრები მთელმა საქართველომ ნახა და ახლა აბაზოვის „გაპრავება“ პარტიის თვალში თუ არა, მოსახლეობის თვალში მაინც წარმოუდგენლად ჩანს. როგორც გვეუბნებიან, ყოფილი მერის მეუღლე ივანიშვილის მეუღლესთან მეგობრობს და ბატონი თემურის ბედიც სადაქალოში გადაწყვეტილა”

23 ივლისს თემურ აბაზოვი აცხადებს:

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“

მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved