• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნება ბევრი დაღუპული უკრაინელი, იქნება ბევრი აფეთქებული ტექნიკა, მოემზადეთ ამისთვის ფსიქოლოგიურად” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:56 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
699

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

“რა ვიცით:
✅ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ტოკმაკი-ვასილივკის ხაზის მასიური საარტილერიო დამუშავება, ზაპორიჟიაში. რუსები ამბობენ, წინა ხაზზე ჩვენს საცეცხლე პოზიციებს ჰაიმარსებითაც კი ბომბავდნენო (შიშს დიდი თვალები აქვს, ამიტომ ძალიანაც ნუ ვენდობით ამ ინფორმაციას).
✅ ასევე რუსებისვე ინფორმაციით, ორჯერ იყო ჯავშანსატანკო შეტევის მცდელობა. როგორც თავად ამბობენ, რაღაც პოზიციები დაიკავეს, მაგრამ ფრონტის ხაზის გარღვევა ვერ შეძლესო (ამ ინფორმაციასაც ნუ ვენდობით ბოლომდე).
მასიური საარტილერიო ცეცხლი როგორც წესი გამოიყენება შეტევის დაწყების წინ. უბრალოდ პოზიციების დასაწიოკებლად არ იყენებენ, ჭურვების დეფიციტის გამო.
რა არ ვიცით:
❌ ტოკმაკი-ვასილივკის ხაზზე მასირებული ცეცხლი და შეტევის მცდელობა არის ცრუ მანევრი, დამხმარე შეტევა, თუ შეტევის ძირითადი მიმართულება (არც უნდა ვიცოდეთ).
❌ რა ძალებით უტევდნენ უკრაინელები და რეალურად იყო თუ არა გარღვევის მცდელობა.
რას არ უნდა ველოდოთ:
❌ ხარკოვის ოპერაციასავით, სწრაფ გარღვევასა და ერთ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას.
თეორიულად მსგავსი რამ შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო და შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი რუსები ფრონტის ხაზიდან მასობრივად და პანიკურად გაიქცევიან. როგორც ვთქვი, ეს ნაკლებად მოსალოდნელი სცენარია.
ხარკოვში რუსებს ჰქონდათ ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი, არ არსებობდა თავდაცვის მეორე და მესამე ზოლი, არ არსებობდა მობილური დანაყოფები, რომლებიც გარღვევაზე წასულ უკრაინულ ნაწილებს შეაჩერებდა.
ახლა რუსებს აქვთ თავდაცვის სამი ზოლი, დანაღმული ველები, საინჟინრო ნაგებობები, საცეცხლე წერტილები და უკრაინელების შესაჩერებლად, ზურგში მობილური ნაწილები.
რას უნდა ველოდოთ:
✅ უახლოეს დღეებში და შესაძლოა საათებშიც კი, ტოკმაკის მსგავს ოპერაციას რამდენიმე მიმართულებაზე.
უკრაინელების მიზანია ფრონტის ხაზის მაქსიმალურად გაწელვა, რუსების ძალების მაქსიმალურად დაქსაქსვა და მოწინააღმდეგის დაბნევა.
იქნება ცრუ მანევრები (შესაძლოა, ტოკმაკის წუხანდელი ოპერაცია იყოს სწორედ ასეთი), იქნება დამხმარე მიმართულებები და იქნება ძირითადი შეტევა.
თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ ამწუთას შეტევის ძირითადი მიმართულება განსაზღვრული არც იყოს და სადაც რუსები გაირღვევიან, ძირითადი ნაწილები იქ გადაისროლონ.
✅ დროში გაწელილ ოპერაციას, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვე. კარგად ჩასანგრებული მოწინააღმდეგის პოზიციებიდან ამოყრა ძალიან რთულია.
✅ იქნება დანაკარგები. სამწუხაროდ, იქნება ბევრი დაღუპული უკრაინელი, იქნება ბევრი აფეთქებული და დაზიანებული ტექნიკა. მათ შორის, ამერიკული ბრედლებიცა და გერმანული ლეოპარდებიც.
მოემზადეთ ამისთვის ფსიქოლოგიურად. არ იქნება უცებ შევუტიე, რუსები გაიქცნენ, რამდენიმე კაცი მომიკვდა და ორი ცალი ჰამერი აფეთქდა.
რაც მთავარია, ინიციატივა არის უკრაინელების ხელში. ისინი ირჩევენ სად, როდის და რა ძალებით შეუტიონ. რაც ომში გადამწყვეტი უპირატესობაა.
იქნება მძიმე ბრძოლები, იქნება დანაკარგები, მაგრამ შედეგი იქნება გათავისუფლებული უკრაინული მიწა და უკრაინელები.”
თეგები: ლევან ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved