• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქნებ როგორმე ამჯერად აღარ დავა&^%ვებინოთ თავი“ – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 02-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
559

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ღარიბაშვილის მიუნხენის ‘გამოსვლაზე’
ჯერ ერთი არანაირი გამოსვლა არ ყოფილა. არავის აინტერესებს იქ დღევანდელ მოცემულობაში რუსეთის წინაშე გაწოლილი ბიძინას მოურავის გამოსვლა. პანელური დისკუსია იყო კავკასიაზე, ორი კითხვა დაუსვეს და მათზე პასუხად იბოდიალა ის რასაც ახლა ‘გამოსვლად’, ‘მიმართვად’ და ‘სიტყვად’ ასაღებენ.
რა მოვისმინეთ ამ კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან:
– რუსეთმა ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაულები
– რუსეთმა უნდა აგოს პასუხი
– რუსეთის დამარცხება გარდაუვალია
– უკრაინა გაიმარჯვებს
– უკრაინა ბოლომდე აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას
– ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ბოლომდე, სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული
– ჩვენ ვზრდით თავდაცვის დაფინანსებას და სამხედრო შეიარაღების წარმოებას
– არავის უნდა ეგონოს რომ მსგავსი ქცევა ვინმეს ეპატიება
რა მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან:
– ომი ცუდია
– მშვიდობა კარგია
– ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას
– დასხდნენ ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი და დაამყარონ მშვიდობა
ანუ სტანდარტული რუსული ნარატივი:
1. დიდმა მოთამაშეებმა დაალაგონ ურთიერთობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე
2. პატარებს (მათ შორის უკრაინას) არავინ არაფერს ეკითხება
3. ომი უკრაინაში რუსეთის ბრალი კი არ არის, იმის ბრალია რომ დიდმა მოთამაშეებმა რაღაც ვერ გაიყვეს.
საქართველოზე რომ გადმოვათამაშოთ, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, არ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი (დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირში), რადგან რუსეთს გააჩნია მისი ინტერესები კავკასიაში რომლებიც გასათვალისწინებელია დასავლეთის მიერ.
ის რასაც პუტინი ლაპარაკობს წლებია.
ოღონდ ეს ყველაფერი შეფუთულია ‘მშვიდობის’ სოუსში.
‘მშვიდობას’ ყიდიან ომით დაშინებულ ხალხზე.
არჩევანი – დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით – ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია (სინამდვილეში პირიქითაა, გრძელვადიანი მშვიდობა სწორედ ნატო და დასავლეთია), მაგრამ ეფექტურად მუშაობს.
ეგეც რუსული ამბავია, ბევრჯერ ნაცადი. სულ მშვიდობას გვტენიდნენ ეგ დედააფეთქებულები.
2008-შიც операция по принуждению к миру ჩაატარეს (უკრაინაში ომსაც იგივეს ეძახიან).
აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ‘მშვიდობა დაამყარეს’ 1990-იანებში და ‘მშვიდობისმყოფელები’ ჩააყენეს.
1921-შიც წესრიგის და მშვიდობის დასამყარებლად შემოლაგდნენ.
1783-შიც მშვიდობის დაპირება მოგვყიდეს (‘ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა’).
2 საუკუნეზე მეტია ერთი ტყუილით გვაბოლებენ.
იქნებ როგორმე ამჯერად აღარ დავა&^%ვებინოთ თავი და გავუშვათ რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით?“
თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved