• რეკლამა
  • კონტაქტი
09:38, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქნებ გვიპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ, რას აკეთებდა ამ 8 თვის განმავლობაში?“

ალია ავტორი - ალია
15:15 10-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ტვ „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ისევ კორონაზე: ჩვენს კორონაწმინდანებს ძალიან უყვართ შედარებები მსოფლიოსთან და საკუთარი უპირატესობის მტკიცება, თუმცა ძირითადად მანიპულაციას იყენებენ და დაახლოებით ასეთ შედარებებს აკეთებენ, მაგალითად: საქართველოში უფრო კარგი ამინდია თუ გერმანიაში უფრო კარგი ლუდი. არადა, შედარებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული პარამეტრები და მონაცემები შეადარო ერთმანეთს. პანდემიის რვა თვის თავზე მნიშვნელოვანია, ვინ რა ისწავლა, ვინ როგორ მოემზადა და ვინ როგორ უმკლავდება წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე კორონავირუსს. ახლა გაჩვენებთ კონკრეტულ შედარებას: ავიღოთ ერთი დღე – 13 ოქტომბერი და ორი პარამეტრი: ინფიცირებულთა რაოდენობა იმ მომენტისთვის კონკრეტულ ქვეყანაში და გარდაცვლილთა რაოდენობა იმ კონკრეტულ დღეს. ეს ნათლად აჩვენებს, ამ დროისთვის ვინ სად ვართ:

ვნახოთ კონკრეტული დღის, 13 ოქტომბრის მონაცემები 13 ქვეყნიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, განვითარების სხვადასხვა დონით და შევადაროთ საქართველოს:

საქართველო: 5872 ინფიცირებული, გარდაცვალება – 9
იტალია: დაინფიცირებულთა რაოდენობა: 87 193, გარდაცვალება 41
გერმანია : ინფიცირებულთა რაოდენობა: 46 839 , გარდაცვალება – 19
საფრანგეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა – 609 826 !!! გარდაცვალება – 117
შვედეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა: 72 425, გარდაცვალება – 6 (მანამდე ერთი კვირის განმავლობაში სულ 2 შემთხვევა)
სომხეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა: 10 216, გარდაცვალება – 6
ისრაელი : ინფიცირებულთა რაოდენობა: 48 017, გარდაცვალება – 34
ირლანდია : ინფიცრებულთა რაოდენობა: 18 965, გარდაცვალება – 3 (მანამდე ერთი კვირის განმავლობაში სულ 11)
უკრაინა: ინფიცრებულთა რაოდენობა 148 903, გარდაცვალება: 107
საბერძნეთი : ინფიცირებულთა რაოდენობა 12 609, გარდაცვალება: 6
სლოვაკეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა: 14 437, 13 ოქტომბერს არცერთი გარდაცვალება და საერთოდაც, ოქტომბერში სულ 7 გარდაცვალება
ლიეტუვა: ინფიცირებულთა რაოდენობა 3 418, გარდაცვალება მთლიანად ოქტომბრის განმავლობაში 14
ტაჯიკეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა 1018, ოქტომბერში სულ 2 ადამიანი გარდაეცვალათ
ბრაზილიაშიც კი, სადაც მაინცდამაინც კარგად ვერ უმკლავდებიან კორონას, დაინფიცირებულთა კონკრეტული მომენტისთვის არსებული რაოდენობიდან გარდაცვალებულთა რაოდენობა ბევრად დაბალია, ვიდრე საქართველოში:
436 785 დაინფიცირებული 13 ოქტომბრის მდგომარეობით და 354 გარდაცვლილი ამ კონკრეტულ დღეს.
შეგიძლიათ დაუსრულებლად გააგრძელოთ ეს შედარება. დაახლოებით იგივე შედეგს მიიღებთ. იქნებ გვიპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ, რას აკეთებდა ამ 8 თვის განმავლობაში?“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved